Jump to content

ილონ მასკის The Boring Company-მ ლას-ვეგასის ქვეშ გვირაბის მშენებლობა დაიწყო


Recommended Posts

ილონ მასკის კომპანიამ ჩქაროსნული მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობა დაიწყო ლას-ვეგასის ქვეშ. გვირაბი Loop ერთმანეთთა დააკავშირებს ლას-ვეგასის ცენტრის ახალ და ძველ შენობა-ნაგებობებს. გვირაბში მგზავრების გადაყვანა განხორციელდება უპილოტო Tesla Model 3-ით, Tesla Model X-ითა და 16-ადგილიანი Tesla Model X Сhassis-ის მეშვეობით, რომელიც 250 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება. 

image.jpeg 

მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 წუთი იქნება. როგორც წესი, ამჟამად ცენტრში არსებულ შენობებს შორის გადაადგილებისთვის ადამიანებს 15 წუთი სჭირდებათ. The Boring Company გვირაბს 2020 წლის ნოემბერში გახსნის - წარდგენა მოხდება ყოველწლიური სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენის გახსნის წინ. 

The Boring Company-მ ძველად უკვე გახსნა პირველი მიწისქვეშა გვირაბი ლოს-ანჯელესის ქვეშ, რომელიც საკმაოდ განსხვავდება თავდაპირველად არსებული იმ კონცეპტისგან, რომელიც იდეაში ჰქონდა მასკს. 

გვირაბის სატესტო მონაკვეთი დაახლოებით 2 კმ სიგრისაა, იგი განკუთვნილი იქნება მხოლოდ უპილოტო მართვის სისტემის მქონე ელექტრომობილებისთვის. იმ მგზავრებს კი, ვისაც ასეთი ავტომობილი არ ჰყავთ, The Boring Company სთავაზობს სპეციალურ ტრანსპორტს გვირაბით სარგებლობისთვის. 

დღესდღეობით გვირაბებში მაქსიმალურ სიჩქარედ დაწესებულია 56 კმ/სთ შეზღუდვა, სამომავლოდ კი დაშვებული იქნება 240-250 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.