Jump to content

NASA-ში Shapeshifter-ზე მუშაობენ - ეს იქნება უცხო პლანეტების გამოკვლევისთვის განკუთვნილი რობოტი-ტრანსფორმერი


Recommended Posts

image.jpeg

როდესაც კოსმოსურმა ზონდმა „კასინიმ სატურნის თანამგზავრ ტიტანის ზედაპირის შესახებ დედამიწს ცნობები გადმოსცა, NASA-ს ინჟინრებს დიდი საფიქრალი გაუჩნდათ. კრიოვულკანები, თხევადი მეთანის ტბები, უამრავი კლდე და მთა, მეთანის წვიმა - ეს მცირედიც კი, რაც ამ ციური ობიექტის პირობების შესახებ ვიცით, რთულ ამოცანას უსახავს მისი გამოსაკვლევი მოწყობილობის დამპროექტებლებს. სულ მცირე ხნის წინ კოსმოსური სააგენტოს განკარგულებაში აღმოჩნდა „Shapeshifter” - რობოტი-ტრანსფორმერი, რომელიც ორი ცალკეული რობოტისგან შედგება. 

არსობრივად, Shapeshifter -  ეს არის ორი დამოუკიდებელი კობოტისგან (cobot - კოლექტიური რობოტი) შემდგარი კონსტრუქცია. თითოეული კობოტი მულტიკოპტერია და აქვთ საკუთარი ძრავები, ენერგიის წყარო და სანავიგაციო სისტემა. კონსტრუქციას ერთად და ცალ-ცალკეც შეუძლია გაუძლოს ტიტანის მკაცრ პირობებს. 

კონსტრუქციას დინამიკური მიმაგრების უნარი აქვს. იგი შემადგენელ კობოტებს საშუალებას აძლევს სწრაფად და საიმედოდ გარდაიქმნან სხვადასხვა სახის რთულ მოდელად. მაგალითად, Shapeshifter-ს შეუძლია მიიღოს ნავის მსგავსი ფორმა, რათა მდინარე გადალახოს, ან მიიღოს ბურთის ფორმა და სწრაფად გაგორდეს ვაკე ზედაპირზე. Shapeshifter თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორი ფორმის მიღება იქნება მისთვის ხელსაყრელი ამა თუ იმ სიტუაციაში. 

ტიტანი დედამიწისგან მეტად შორსაა, ამიტომ მისკენ შესაძლებელია გაიგზავნოს მხოლოდ ძალიან მცირე ზომის ტვირთი. ამის გამო აუცილებელია დაპროექტებულ იქნას უნივერსალური კომპაქტური მანქანა. რობოტი-ტრანსფორმერის პროტოტიპები კომერციულ კვადროკოპტერებზე პატარაა, თუმცა ისინი ჯერჯერობით მხოლოდ კონცეპტის სახით არსებობს: მათი ოფიციალური წარდგენა მომდევნო წელს მოხდება. 

image.jpeg 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.