Jump to content

როგორ ავარჩიოთ ოპერატიული მეხსიერება: Tomshardware-ის რჩევები


Magdalena

Recommended Posts

ოპერატიული მეხსიერების არჩევა ბევრ მომხმარებელს მარტივ საქმედ ესახება. თვლიან, რომ „რაც მეტი მოცულობისაა, მით უკეთესი“. თუმცა ამ აზრს არ ეთანხმება ბევრი სპეციალისტი, მათ შორის Tomshardware-ის ექსპერტები, რომლებიც გვიზიარებენ თავიანთ სახელმძღვანელო პრინციპებს 2019 წელს აქტუალური ოპერატიული მეხსიერების ასარჩევად. 

მოდულების რაოდენობა: 

ყველაზე კარგი ვარიანტია აარჩიოთ ორი მოდულისაგან შემდგარი კომპლექტი ორარხიანი რეჟიმის სამუშაოების აქტივაციისთვის ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა AMD Socket AM4 ან Intel LGA 1151. AMD TR4 და Intel LGA 2066 სოკეტების ბაზაზე არსებული პლატფორმებისთვის კი ყველაზე მეტად ეფექტურია 4-არხიანი რეჟიმისა და, შესაბამისად, ოთხმოდულიანი მეხსიერების გამოყენება. 

image.png 

DDR4-2666 ყველასთვის საკმარისი იქნება. Intel-ს აჩქარებასთან მიმართებაში არამეგობრული პოლიტიკა უჭირავს. მომხმარებლებს არ მოუწევთ არაფრის აჩქარება გარდა ენთუზიასტებისთვის განკუთვნილი Z-სერიისა და მაღალი წარმადობის კომპიუტერების X-სერიის ჩიპსეტებისა. ასე, რომ Core i5-ისა და მისი შემდგომი თაობის პროცესორების მყიდველებისათვის DDR4-2666 მეხსიერება სავსებით საკმარისი იქნება. 

DDR4-2400 - Intel Core i3-ისა და მასზე უმცროსი მოდელებისთვის.  

არ ღირს თანხის დახარჯვა ძვირადღირებულ მეხსიერებაზე, თუკი ბიუჯეტური ჩიპსეტი და სუსტი პროცესორი გაქვთ. სჯობს, ეს თანხა ვიდეო დაფას ან SSD-ის შესაძენ რესურსს დაამატოთ. 

რჩევები სწრაფი შესყიდვებისას: 
1. 16 გბ - საუკეთესო არჩევანია;  
2. ნუ დახარჯავთ ფულს ტაქტის იმ სიხშირეებზე, რომელთა მხარდაჭერაც თქვენს სისტემას არ გააჩნია;  

3. ტაქტის მაღალი სიხშირე უკეთესია მაშინ, როდესაც ინტეგრირებული ვიდეო ბარათი გაქვთ;  
4. ყველა თამაში და პროგრამა არ არის მგრძნობიარე სწრაფ მეხსიერებაზე;  

5. თვალყური ადევნეთ აჩქარებული მეხსიერების ტემპერატურას.  

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

მაქვს ნოუთბუქი i5 9300H 2.4 ბუსტი 4.1. GTX 1650 4 GB. RAM 8 GB 2666 Mgz. მინდა დავუმატო ოპერატიული და 16 რო დავუმატო ორკანალიანი სისტემა იმუშავებს? ან აქვს აზრი ამ სისტემაზე 24 გბ ოპერატიულის ქონას?

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.