Jump to content

შვეიცარიაში დრეკადი, მსუბუქი ბატარეა გამოიგონეს, რომელიც განკუთვნილია სმარტფონებისა და სმარტ-ტანსაცმლისთვის


Recommended Posts

შვეიცარიელმა ინჟინრებმა წარადგინეს თხელი, მოქნილი ბატარეა, რომლის დახვევა, დაჭიმვა, გაწელვა შესაძლებელია მოხმარების პირობების შესაბამისად. ციურიხის უნივერსიტეტის კვლევის შედეგს ჟურნალი Advanced Materials გვიზიარებს. 

ახალი ტიპის ელემენტების გამოყენება ძირითადად სმარტ-ტანსაცმელში იგეგმება. დრეკადი ბატარეს პროტოტიპის სისქე სტანდარტული ფოტოფირის ზომისაა. თავად ბატარეა რამდენიმე თხელი ფენისგან შედგება, მისი უმნიშვნელოვანესი დეტალი კი ელექტროლიტია. 

image.jpeg 

შესაძლებელია ბატარეის დაკეცვა ისე, რომ არ შეფერხდეს ენერგიის მიწოდება. მასში გამოყენებულია ნახშირბადის კომპოზიტური მასალები. გარეკანის შიდა მხარეს დატანილია ერთი მიკრონი სისქის ვერცხლის შრეები, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია და არ კარგავენ კონტაქტს მთლიანი კონსტრუქციის დეფორმირების შემთხვევაში. 

ახალი ბატარეა დიდი ალბათობით გახდება ძვირადღირებული და ადვილად აალებადი ლითიუმ-იონური ბატარეების ჩასანაცვლებელი ალტერნატივა. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.