Jump to content

„მწვანე“ სუპერკომპიუტერი TX-GAIA: ხელოვნური ინტელექტი 100 პეტაფლოპსი სიჩქარით


Recommended Posts

გამომთვლელი კომპლექსი TX-GAIA (Green AI Accelerator) ყველაზე მძლავრ საუნივერსიტეტო სუპერკომპიუტერად იქცა იმ მოწყობილობებს შორის, რომლებიც განკუთვნილნი არიან ხელოვნური ინტელექტის სფეროში შემავალი ამოცანების გადაჭრისათვის. კომპიუტერის მაქსიმალური წარმადობის მაჩვენებელი  LINPACK-ში 4,7 ეტაფლოპსია, შერეული სიზუსტის გამოთვლებში კი - 100 ეტაფლოპსს აღწევს. 

image.jpeg 

კომპლექსი აგებულია კომპანია Hewlett Packard Enterprise-ის (HPE) მიერ. იგი განთავსებულია ლინკოლნის ლაბორატორიის სუპერკომპიუტერულ ცენტრში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (MIT’s Lincoln Laboratory’s Supercomputing Center). 

გამომთვლელ სისტემაში გაერთიანებულია 448 ნოუდი HPE Apollo 2000, აგრეთვე მოიცავს 896 პროცესორ Intel Xeon Scalable Gold 6248-სა (20 ბირთვი / 40 ნაკადი) და 896 აქსელერატორ NVIDIA Tesla V100-ს, რომლებიც განკუთვნილია გამოთვლის აჩქარებისთვის მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მეხსიერების მოცულობა 172 ტერაბაიტს აღწევს. მოწყობილობაში ჩართულია ინტერკონექტი Intel Omni-Path.  

image.jpeg 

სისტემა იმუშავებს ამოცაების გადაჭრაზე ნეირონული ქსელებისა და მანქანური სწავლების სფეროებში. კონკრეტულად, საქმიანობა შეეხება სამედიცინო მონაცემებს, მასალების სინთეზს, ამინდის პროგნოზირებას და ა.შ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.