Jump to content

ბრიტანელები წყალბადზე მომუშავე სამგზავრო თვითმფრინავის გამოცდას აწყობენ


Recommended Posts

კომპანია ZeroAvia კრენფილდის უნივერსიტეტის ინჟინრებთან ერთად წყალბადზე მომუშავე ექვსადგილიანი სამგზავრო თვითმფრინავის გამოცდებს ატარებს. პროექტს დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის სამინისტრო აფინანსებს. 

წყალბადის თვითმფრინავები საავიაციო ტრანსპორტის ერთ-ერთი ეკოლოგიურად სუფთა სახეობაა. ფრენის პროცესში ამგვარი აპარატები პრაქტიკულად ნულოვან ზიანს აყენებენ გარემოს. 

image.jpeg 

ZeroAvia წყალბადის თვითმფრინავს აწყობს პროეტ HyFlyer-ის ფარგლებში, რომლის დამფუძნებელიც დიდი ბრიტანეთის სატრანსპორტო სამინისტროა. დაგეგმილია, რომ დემონსტრატორ თვითმფრინავს შეეძლება ექვსამდე მგზავრის გადაყვანა. 

გამოცდების მსვლელობისას საფრნმა აპარატმა უნდა გადალახოს 460–560 კილომეტრი სივრცე შოტლანდიის ორკნეის კუნძულებს შორის. წარმატებულად ჩავლილი ტესტირებების შემთხვევაში ZeroAvia აპირებს, რომ დაიწყოს ისეთი წყალბადის ძრავების გაყიდვა, როგორებიც ხელსაყრელი იქნება 10-20-ადგილიანი თვითმფრინავებისათვის. ძრავების მასიური წარმოება-რეალიზაცია 2022 წლისთვისაა დაგეგმილი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.