Jump to content

გავიცნოთ „Neom” - მომავლის გიგანტური ტექნოლოგიური ჰაბი წითელი ზღვის სანაპიროზე


Recommended Posts

image.jpeg

საუდის არაბეთი დაკავებულია გიგანტური ტექნოლოგიური ქალაქის დაარსებით წითელი ზღვის სანაპიროზე. ტერიტორია, რომლის განვითარებისთვისაც ქვეყნის ხელისუფლება მზადაა 500 მილიარდი აშშ დოლარი გაიღოს, უნდა გახდეს ახალი სილიკონის ველი - წერს Business Insider. 

ქალაქ Neom-ის პროექტი გახდება პროგრამა Vision 2030-ის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს საუდის არაბეთის დამოკიდებულობის შემცირებას ნავთობზე, ასევე გულისხმობს რეგიონში მსოფლიო ტექნოლოგიური დედაქალაქის დაარსებას. 

Neom-ის შექმნის პირველი ეტაპი 2020 წელს დასრულდება, სრული ძალით კი ქალაქი მოქმედებას 2025 წლიდან დაიწყებს. დაგეგმილია, რომ ტექნოქალაქი განთავსდება 26,5 ათას კვადრატულ კილომეტრ ფართობზე. 

image.jpeg 

ამჟამად ცნობილია, რომ ქვეყნის ხელისუფლება აპირებს გამოიყენოს „ხელოვნური ღრუბლების დარგვის“ ტექნოლოგია, რათა მონიშნულ ტერიტორიაზე უფრო ხშირად წამოვიდეს წვიმა. აგრეთვე ცაში გაიგზავნება დრონების უზარმაზარი ფლოტი, რათა შეიქმნას ხელოვნური მთვარე და დაიზოგოს ელექტროენერგია. ქალაქის მაცხოვრებლები კი გადაადგილების საშუალებად მფრინავ ტაქსებს გამოიყენებენ. 

ტერიტორია, სადაც Neom გაშენდება: 

image.jpeg 

ეს ტერიტორია ამჟამად ასე გამოიყურება:  

image.jpeg 

ტექნოქალაქის შესახებ ჯერჯერობით სხვა დეტალები ცნობილი არ არის. ვიცით ის, რომ საუდის არაბეთმა უკვე დაასრულა დიდი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ამ რეგიონში. სწორედ აქედან იწყება Neom-ის დაარსების პროცესი. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.