Jump to content

Samsung Galaxy M30s-ის ოფიციალური წარდგენა: Exynos 9611, 6000 მა/სთ ბატარეა და ფასი 190 $-დან


Recommended Posts

სამხარეთკორეულმა კომპანიამ წარადგინა Galaxy M სერიის ახალი სმარტფონები, რომლებიც თავიანთი ფასის სეგმენტში მეტად საინტერესო მონაწილეებად გვევლინება. ეს განსაკუთრებით ეხება უფროს მოდელ Samsung Galaxy M30s-ს, რომელსაც უზარმაზარი მოცულობის ბატარეა აქვს. მეორე მოდელი, Samsung Galaxy M10s, შედარებით მოკრძალებული მონაცემების მქონეა. მოცემულ სიახლეში საუბარი უფროს ვერსიას შეეხება. 

image.png 

Samsung Galaxy M30s-ს ინტეგრირებული ბატარეა აქვს, რომლის მოცულობა 6000 მა/სთ-ს შეადგენს. სმარტფონის სისქე 8.9 მილიმეტრია, წონა - 188 გრამი. გათვალისწინებულია 15-ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა USB Type-C პორტით. კომპანიის განცხადებით, სრულად დამუხტული სმარტფონი მუშაობს 29 საათი ვიდეოს ყურებისას, 49 საათი - საუბრის რეჟიმში და 131 საათი - მუსიკის მოსმენისას. 

image.png 

მოწყობილობის უკანა პანელზე მოცემულია მართკუთხედის ფორმის ბლოკი სამი ობიექტივითა და განათებით, აგრეთვე თითის ანაბეჭდის სკანერი. ქვედა პანელზე მოცემულია USB Type-C, სადენიანი მოწყობილობის მისაერთებელი კონექტორი და მულტიმედია დინამიკის სივრცე. სმარტფონის ფრონტალურ პანელზე განთავსებულია 6.4-დუიმიანი Super AMOLED დისპლეი Full HD+ გაფართოებით. სასარგებლო სივრცის ფართობი წინა პანელის 91 %-ს შეადგენს, ეკრანის მაქსიმალური სიკაშკაშე 420 ნიტია, კონტრასტულობა - 78960:1. 

image.png 

Samsung Galaxy M30s-ს წვეთის ფორმის ჭრილი აქვს და მასში ფრონტალური კამერაა, თუმცა მის შესახებ ცნობები ჯერ არ არის გახმაურებული. ძირითადი კამერა სამმოდულიანია: მოცემულია 48, 5 და 8 მეგაპიქსელიანი სენსორები. 8-მეგაპიქსელიან მოდულში დაყენებულია ფართოკუთხიანი ოპტიკა, 5-მეგაპიქსელიანი სენსორი კი ფონის გაბუნდოვნებას უზრუნველყოფს.  

სმარტფონს აქვს გამოსახულების ელექტრონული სტაბილიზატორი, შენელებული გადაღების მხარდაჭერა და შეუძლია ვიდეოს გადაღება Ultra HD გაფართოებით. 

image.png 

სმარტფონის გამომთვლელ ცენტრად წარმოდგენილია 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგით წარმოებული ახალი საფირმო მობილური პროცესორი Exynos 9611. მას ბირთვების ორი ბლოკი აქვს: 1.7-გიგაჰერციანი Cortex-A53 ბირთვები პასუხისმგებელია მარტივ ამოცანებზე, 2.3-გიგაჰერციანი  Cortex-A73 ბირთვები კი რთული ბრძანებების შესრულებისთვისაა განკუთვნილი. გრაფიკის რენდერინგით დაკავებულია GPU Mali-G72 MP3. სმარტფონს აქვს 4/6 გიგაბაიტი LPDDR4x ტიპის ოპერატიული და 64/128 გბ ინტეგრირებული მეხსიერება, კონფიგურაციების მიხედვით. microSD ბარათით კი შესაძლებელია გაფართოება 512 გიგაბაიტამდე. 

სმარტფონი გამოდის სამნაირ ფერში: ოპალისებრი შავი (Opal Black), ლურჯი საფირონი (Sapphire Blue) და თეთრი მარგალიტი ( Pearl White). 4/64 გბ მეხსიერების მქონე მოდელის ფასი დაახლოებით 190 აშშ დოლარია, 6/128 გიგაბაიტიანი მოდიფიკაცია კი 240 დოლარად გაიყიდება. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.