Magdalena Posted September 18, 2019 Share Posted September 18, 2019 დაახლოებით ერთი თვის წინ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო ამაჩქარებლის აფეთქება მოხდა, რამაც განგაშ გამოიწვია არამარტო ხსენებული ქვეყნის ტერიტორიაზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. განაცხადეს, რომ ტერიტორიაზე რადიაციულმა ფონმა 16-ჯერ იმატა, რამდენიმე დღეში უახლოესი დასახლებების მოსახლეობის ევაკუირება დაიწყეს. ეს ნიშნავს იმას, რომ დედამიწაზე რადიაციით დაბინძურებული კიდევ ერთი ადგილი გაჩნდა. მოცემული სტატიის მოკლე შინაარსი: რამდენად საშიშია რადიაცია? ჩერნობილი, სსრკ; მარშალის კუნძულები; ფუკუსიმა, იაპონია; სადგური „Маяк“, რუსეთი; ჰენფორდის კომპლექსი, აშშ. საშიშროების მიუხედავად, რაც დაკავშირებულია ატომურ ელექტროსადგურებთან, დღესდღეობით უმეტეს ქვეყანაში უზრუნველყოფილია რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხო გამოყენება. იმისათვის, რომ სადგურში მომუშავე პერსონალი და მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მოსახლეობა უსაფრთხოდ იყოს, საჭიროა სამი პირობის დაცვა და კონტროლი: დაშორება, რადიაციისგან დაცვა (ეკრანირება) და დასხივების ხანგრძლივობა. იონიზირებული რადიაციის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე საშიშია, როდესაც ადამიანი მაღალი დოზით იღებს მას, დოზის სიმცირის შემთხვევაში კი განგაში არ ღირს. რადიაციის გამო ადამიანის ორგანიზმში შესაძლოა მუტაციის პროცესები დაიწყოს. ესპანური ეპიდემიოლოგიური ცენტრის კვლევაში მოცემულია რადიაციით დაბინძურებული ტერიტორიის ახლოს მცხოვრები პირების ჯანმრთელბის ცნობები 1940 წლიდან დღემდე. მათ შორის არ ფიქსირდება მაღალი სიკვდილიანობა სიმსივნისგან, გარდა ჩერნობილისა. სამწუხაროდ, სპეციალისტებმა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რიცხობრიობის მატება დააფიქსირეს მცირეწლოვნებში. XXI საუკუნეში ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებამ შეამცირა ისეთი ბირთვული კატასტროფის რისკი, როგორიც ჩერნობილში მოხდა, თუმცა რადიოაქტიური ნარჩენები და მათთან მოპყრობა კვლავ სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს. ჩერნობილი, სსრკ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ბირთვული კატასტროფა მოხდა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში. კატასტროფის შედეგად რადიაციით დაბინძურდა ტერიტორია რამდენიმე კილომეტრის რადიუსში, უშუალოდ ადგილზე და მიმდებარედ ათასობით ადამიანი დაიღუპა. პრიპიატი, დახურული ზონა. ჩერნობილის ატომური სადგურის მიმდებარე ქალაქი დღესდღეობით პრიპიატი ქალაქი-მოჩვენებაა. დროთა განმავლობაში აქ რადიაციის დონე მცირდება, შესაბამისი ზომების მიღების შემთხვევაში დღეს უკვე შესაძლებელია პრიპიატის მონახულება. მარშალის კუნძულები მარშალის კუნძლების რესპუბლიკა წყნარი ოკეანეთის მიკრონეზიაშია. 1946-1958 წლებში შეერთებულმა შტატებმა აქ 67 ერთეული ბირთვული იარაღის გამოცდა ჩაატარეს. სამწუხაროდ, ამ გამოცდებმა კვალი დატოვა, რაც დღემდეა შენარჩუნებული გარკვეულ რეგიონებში. მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, შედეგების თანახმად არ არის რეკომენდებული კუნძულების ნაწილის მონახულება, რადგანაც საზიანოა ჯანმრთელობისათვის. ფუკუსიმა, იაპონია ერთ-ერთი მძიმე ბირთვული კატასტროფა მოხდა 2011 წელს მიწისძვრის შედეგად იაპონიაში. მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია, რომელმაც დააზიანა ატომური ელქტროსადგური ფუკუსიმა-1. იაპონია ერთ-ერთი სეისმურად ყველაზე აქტიური ქვეყანაა მსოფლიოში, ასე რომ ნამდვილად დასაფიქრებელია, არსებობდეს თუ არა ასეთ ადგილებში ატომური სადგურები. რადიაციული დაბინძურების რუკა ფუკუსიმას კატასტროფას ადამიანური მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა უზარმაზარი ტერიტორია საცხოვრებლად უვარგისი გახდა. ენერგია, რომელიც მიწისძვრის შედეგად გამოთავისუფლდა, 200 მლნ ტონა დინამიტის ეკვივალენტური იყო. გარდა ამისა, რადიაციის დონე საკვებ პროდუქტებში ავარიის შემდეგ 27-ჯერ გაიზარდა. სადგური „Маяк“ რუსეთი საბჭოთა ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა დაემალა რადიოაქტიური ნივთიერებები და ნარჩენები, რომლებიც „Маяк“-ზე იწარმოებოდა. კერძოდ, ნარჩენებს მდინარე ტეჩაში ყრიდნენ, შედეგად, სადგურის მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთ რადიაციულად მეტად დაბინძურებულ ადგილად იქცა დედამიწაზე. ჰენფორდის კომპლექსი, აშშ 1943 -1945 წლებში მილიონობით ტონა ბირთვული ნარჩენები დაგროვდა ჰენფორდში, შეერთებულ შტატებში. ტერიტორიის გაწმენდა რადიაციული დაბინძურებისგან დღემდე მიმდინარეობს, ეს ადგილი უსაფრთხოდ მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ჩაითვლება. ჰენფორდის კომპლექსში აგებული იყო მსოფლიოში პირველი რეაქტორი პლუტონიუმის სამრეწველო წარმოებისათვის. https://hi-news.ru/eto-interesno/samye-radioaktivnye-mesta-na-zemle.html Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.