Jump to content

ყველაზე რადიოაქტიური ადგილები დედამიწაზე


Recommended Posts

დაახლოებით ერთი თვის წინ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო ამაჩქარებლი აფეთქება მოხდა, რამაც განგაშ გამოიწვია არამარტო ხსენებული ქვეყნის ტერიტორიაზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. განაცხადეს, რომ ტერიტორიაზე რადიაციულმა ფონმა 16-ჯერ იმატა, რამდენიმე დღეში უახლოესი დასახლებების მოსახლეობის ევაკუირება დაიწყეს. ს ნიშნავს იმას, რომ დედამიწაზე რადიაციით დაბინძრებული კიდევ ერთი ადგილი გაჩნდა.  

მოცემული სტატიის მოკლე შინაარსი: 

  • რამდენად საშიშია რადიაცია? 

  1. ჩერნობილი, სსრკ; 

  1. მარშალის კუნძულები; 

  1. ფუკუსიმა, იაპონია; 

  1. სადგური „Маяк“, რუსეთი; 

  1. ჰენფორდის კომპლექსი, აშშ. 

საშიშროების მიუხედავად, რაც დაკავშირებულია ატომურ ელექტროსადგურებთან, დღესდღეობით უმეტეს ქვეყანაში უზრუნველყოფილია რადიოაქტიური წყაროების  უსაფრთხო გამოყენება. იმისათვის, რომ სადგურში მომუშავე პერსონალი და მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მოსახლეობა უსაფრთხოდ იყოს, საჭიროა სამი პირობის დაცვა და კონტროლი: დაშორება, რადიაციისგან დაცვა (ეკრანირება) და დასხივების ხანგრძლივობა. 

იონიზირებული რადიაციის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე საშიშია, როდესაც ადამიანი მაღალი დოზით იღებს მას, დოზის სიმცირის შემთხვევაში კი განგაში არ ღირს. 

image.jpeg 

რადიაციის გამო ადამიანის ორგანიზმში შესაძლოა მუტაციის პროცესები დაიწყოს. 

ესპანური ეპიდემიოლოგიური ცენტრის კვლევაში მოცემულია რადიაციით დაბინძრებული ტერიტორიის ახლოს მცხოვრები პირების ჯანმრთელბის ცნობები 1940 წლიდან დღემდე. მათ შორის არ ფიქსირდება მაღალი სიკვდილიანობა სიმსივნისგან, გარდა ჩერნობილისა. სამწუხაროდ, სპეციალისტებმა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რიცხობრიობის მატება დააფიქსირეს მცირეწლოვნებში. 

XXI საუკუნეში ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებამ შეამცირა ისეთი ბირთვული კატასტროფის რისკი, როგორიც ჩერნობილში მოხდა, თუმცა რადიოაქტიური ნარჩენები და მათთან მოპყრობა კვლავ სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს.  

ჩერნობილი, სსრკ 

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ბირთვული კატასტროფა მოხდა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში. კატასროფის შედეგად რადიაციით დაბინძურდა ტერიტორია რამდენიმე კილომეტრის რადიუსში, უშუალოდ ადგილზე და მიმდებარედ ათასობით ადამიანი დაიღუპა. 

image.jpeg 

პრიპიატი, დახურული ზონა. ჩერნობილის ატომური სადგურის მიმდებარე ქალაქი 

დღესდღეობით პრიპიატი ქალაქი-მოჩვენებაა. დროთა განმავლობაში აქ რადიაციის დონე მცირდება, შესაბამისი ზომების მიღების შემხვევაში დღეს უკვე შესაძლებელია პრიპიატის მონახულება. 

მარშალის კუნძულები 

მარშალის კუნძლების რესპუბლიკა წყნარი ოკეანეთის მიკრონეზიაშია. 1946-1958 წლებში შეერთებულმა შტატებმა აქ 67 ერთეული ბირთვული არაღის გამოცდა ჩაატარეს. სამწუხაროდ, ამ გამოცდებმა კვალი დატოვა, რაც დღემდეა შენარჩუნებული გარკვეულ რეგიონებშ. მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, შედეგბის თანახმად არ არის რეკომენდებული კუნძულების ნაწილის მონახულება, რადგანაც საზიანოა ჯანმრთელობისათვის.  

image.jpeg 

ფუკუსიმა, იაპონია 

ერთ-ერთი მძმე ბირთვული კატასტროფა მოხდა 2011 წელს მიწისძვრის შედეგად იაპონიაში. მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია, რომელმაც დააზიანა ატომური ელქტროსადგური ფუკუსიმა-1. იაპონია ერთ-ერთი სეისმურად ყველაზე აქტიური ქვეყანაა მსოფლიოში, ასე რომ ნამდვილად დასაფიქრებელია, არსებობდეს თუ არა ასეთ ადგილებში ატომური სადგურები. 

 image.jpeg

რადიაციული დაბინძურების რუკა 

ფუკუსიმას კატასტროფას ადამიანური მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა უზარმაზარი ტერიტორია საცხოვრებლად უვარგისი გახდა. ენერგია, რომელიც მიწისძვრის შედეგად გამოთავისუფლდა, 200 მლნ ტონა დინამიტის ეკვივალენტური იყო. გარდა ამისა, რადიაციის დონე საკვებ პროდუქტებში ავარიის შემდეგ 27-ჯერ გაიზარდა. 

სადგური „Маяк“ რუსეთი 

საბჭოთა ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა დაემალა რადიოაქტიური ნივთიერებები და ნარჩენები, რომლებიც Маяк-ზე იწარმოებოდა. კერძოდ, ნარჩენებს მდინარე ტეჩაში ყრიდნენ, შედეგად, სადგურის მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთ რადიაციულად მეტად დაბინძურებულ ადგილად იქცა დედამიწაზე.  

 image.jpeg

ჰენფორდის კომპლექსი, აშშ 

1943 -1945 წლებში მილიონობით ტონა ბირთვული ნარჩენები დაგროვდა ჰენფორდში, შეერთებულ შტატებში. ტერიტორიის გაწმენდა რადიაციული დაბინძრებისგან დემდე მიმდინარეობს, ეს ადგილი უსაფრთხოდ მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ჩაითვლება. 

ჰენფორდის კომპლექსში აგებული იყო მსოფლიოში პირველი რეაქტორი პლუტონიუმის სამრეწველო წარმოებისათვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.