Jump to content

2019 წლის საუკეთესო გეიმერული მონიტორები pcgamesn-ის ვერსით


Recommended Posts

საუკეთესო მონიტორის ასარჩევად უმეტესად საკმარისი არ არის საკუთარი მცირე გამოცდილება. საუკეთესო მონიტორი გეიმერებისთვის - ეს მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელსაც მხოლოდ პროფესიონალების გუნდი უმკლავდება. ამ ადამიანებმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნდა მოახდინონ ასობით მოდელის ტესტირება, რათა საკითხში ნაკლებად გარკვეულ პირებს საჭირო ცნობები მიაწოდონ. სწორედ ასე მოიქცნენ ვებ-გვერდ pcgamesn-ის ექსპერტები: მათ გულმოდგინედ შეამოწმეს ყველა მონიტორი, რომლებზეც ხელი მიუწვდებოდათ. 

image.png

საუკეთესო გეიმერული მონიტორი: ASUS ROG SWIFT PG279Q. 

ამ მონიტორს ერთადერთი ნაკლი აქვს - ფასი. იგი მეტისმეტად ძვირია 2K მონიტორის კვალობზე, თუმცა ფასი კომპენსირდება გამოსახულების ხარისხით, G-Sync ტექნოლოგიითა და 144 ჰც სიხშირით, რაც ჯამში შესანიშნავად შედეგს იძლევა. გარდა ამისა, მონიტორი მოსახერხებლად გამოყენებადია და მიმზიდველი დიზაინი აქვს. 
 

image.png 

საუკეთესო 4К გეიმინგ მონიტორი: Philips Momentum 436M6VBPAB. 

ამ მონიტორს მაღალი ხარისხის 43-დუიმიანი ეკრანი და HDR ტექნოლოგიის ყველა უპირატესობა აქვს. იგი უზრუნვეყოფს შავი და თეთრი ფერების გაჯერებულობის კარგ დონესა და ხარისხიან კონტრასტს. და არ დაგავიწყდეთ, რომ ეს 4K მონიტორია. 
 

image.png 

საუკეთესო გეიმერული მონიტორი 32:9 ფორმატით: SAMSUNG C49RG90. 

იგი ნამდვილად გეიმერების საოცნებო მონიტორია, აქვს 120 ჰც კადრის განახლების სიხშირე და გაფართოება 5120 x 1440 პიქსელი. გარდა ამისა, მონიტორი ფლობს ისეთ პერსპექტიულ ტექნოლოგიას, როგორიცაა FreeSync 2 HDR, რომლითაც კმაყოფილნი იქნებიან Nvidia-ს ვიდეო ბარათების მფლობელები. ერთი სიტყვით - ეს ისაა, რაც გჭირდებათ, თუმცა მისი ფასიც საკმაოდ მაღალია. 

image.png 

საუკეთესო ეკონომ-ვარიანტი გეიმერებისთვის: BENQ GW2270H. 

მოცემული მონიტორი ვერ დაიკვეხნის თანამედროვე მოწინავე ტექნოლოგიებით, თუმცა ფლობს უფრო მკაფიო და ღმა ფერთა გამას, ვიდრე ძვირადღირებული TN-მონიტორების უმეტესობა. მონიტორის ზომა მხოლოდ 21,5 დუიმია, იგი უზრუნველყოფს ისეთივე ხარისხის გამოსახულებას, როგორსაც კარგი 27-დუიმიანი 1440p მონიტორი. ერთი სიტყვით, თუკი ფინანსებში შეზღუდული ხართ - ეს მონიტორი საუკეთესო ბიუჯეტური ვარიანტია. 

image.png

Link to comment
Share on other sites

საინტერესო სპისოკია, მაგრამ თითო კატეგორიაში სულ მცირე 10-მდე მოდელი მაინცაა გამოსული რომლებიც საკმაოთ ახლოს დგანან წარმადობა-ჩვენებით ერთმანეთთან და ლუბოი მათგანის აღება შეიძლება, მანდ უკვე უფრო ფასი,დიზაინი და სბორკის ხარისხი იმოქმედებს ალბათ რომელზე გააკეთება საბოლოო ჯამში არჩევანს, ასუსიები როგორც ყოველთვის ყველაზე ძვირი ჯდება, ლამის 200$ ნაცენკა ადევს ხოლმე დაჟე ამერიკულ ამაზონზეც სადაც მაქსიმალურათ ბევრნაირი მოდელია წარდგენილი და საკმაოთ მძაფრი კონკურენციაა მაგ სექტორში, გეიმერული ასუსების პირდაპირი კონკურენტი ალბათ ეისერია, ეგ ბრენდიც ძალიან ძვირიან მოდელებს უშვებს ანალოგიური პარამეტრებით რაც ასუსზე აქვს, ალბათ მანდ ყველაზე მცირეა ფასში სხვაობა, სხვა ბრენდები კი ცდილობენ უფრო ბიუჯეტური ვერსიები გამოუშვან VA მატრიცაზე, ზატო ფასში საკმაო სხვაობაა, 1000 ნიტსი HDR და კარგი ლოკალ დიმინგის საპორტი ძალიან წევს მონიტორის ფასს, თუმცა ფერების დამუშავებაში შეიძლება არც იყოს ისეთი შესამჩნევი სხვაობა მაინც 2500$ და 550$ მოდელებს შორის იგივე 2K 144 HDR, ეგ უკვე ვის რამდენათ უღირს ელიტური HDR საპორტიანი მოდელის ყიდვა გეიმინგისთვის და არა მარტო

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.