Jump to content

ოქტომბერში Microsoft წარადგენს 15-დუიმიან Surface Laptop 3-ს


Magdalena

Recommended Posts

მომდევნო თვის დასაწყისში უნდა გაიმართოს Microsoft-ის ღონისძიება, რომელზეც წარდგენილი იქნება კომპანიის ახალი მოწყობილობები. როგორც ცნობილია, ღონისძიების ფარგლებში მოხდება არა მარტო Surface Pro 7-სა და Surface Book 3-ის, არამედ Surface Laptop 3-ის 15-დუიმიანი ვერსიის პრეზენტაცია. ბოლო დროს Microsoft ძირითადად Surface-ხაზის განახლებას ახდენდა, თუმცა 15-დუიმიანი ლეპტოპის გამოშვეა შესაძოა ნიშნავდეს იმას, რომ კომპანიამ მიზანში ამოიღო ბაზრის ის სეგმენტი, რომელიც ამ დრომდე სრულად ჰქონდა კონკურენტებისთვის დათმობილი. 

image.jpeg 

ახალი Surface Laptop 3-ის პრეზენტაცია შედგება 2 ოქტომბერს ნიუ-იორკში, რის შემდეგაც იგი გაყიდვაში გამოვა აშშ-ის ტერიტორიასა და ევროპის რეგიონის ცალკეულ ქვეყნებში. გარდა ამისა, გამოვა ლეპტოპის სტანდარტული 13.5-დუიმიანი ვერსიაც, რომლის აპარატული უზრუნველყოფა წინა ვერსიასთან შედარებით განახლებული იქნება. 

სამწუხაროდ, ლეპტოპის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ცნობები ჯერ არ გაჟღერებულა. წყარო იტყობინება, რომ მოწყობილობას ექნება დისპლეი გვერდების შეფარდებით - 3:2-თან, დისპლეის კი ექნება სტილუსით მართვის მხარდაჭერა. ტრანსფორმირებადი Surface Book-ისგან განსხვავებით, Surface Laptop 3-ის ეკრანის განცალკევება შეუძლებელი იქნება. 

მოსალოდნელია, რომ Microsoft-ის ახალი 15-დუიმიანი ლეპტოპი პრემიალური სეგმენტის მოწყობილობათა წარმომადგენელი გახდება, რაც მის საბაზრო ღირებულებაც აისახება. არ არის გამორიცხული, რომ მას ჰქონდეს დისპლეი 4K გაფართოებით, აგრეთვე დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებელი. Microsoft-ის სურვილი - გამოუშვას15-დუიმიანი ლეპტოპი - სავსებით გასაგებია, გამომდინარე იქიდან, რომ უამრავი ქვეყნის ბაზარზე ეს სეგმენტი პოპულარობას არ კარგავს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.