Jump to content

Audi-მ წარადგინა ყველგანმავალი მანქანა ფარების გარეშე. მას გზას მფრინავი დრონები გაუნათებენ


Recommended Posts

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ჩატარდა ავტოგამოფენა, სადაც მანქანათმშენებელმა კომპანიებმა წარადგინეს თავიანთი ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული მანქანების ახალი მოდელები. გერმანულმა კომპანია Audi-მ, რომელსაც მეტად უყვარს ექსპერიმენტები, გამოფენაზე დააანონსა კონცეპტუალური ყველგანმავალი ელექტრომობილი, სახელად AI:Trail, რომელიც განკუთვნილია ბუნებაში სამოგზაურო. მანქანას საერთოდ არ აქვს განათების ფარები - მათ ნაცვლად გზას მის წინ მფრინავი დრონები გაანათებენ. 

image.jpeg 

როგორც ჩანს, ავტომობილის დაპროექტებლები სამეცნიერო ფანტასტიკის ფანები არიან. ქროსოვერი არ ჰგავს არც ერთ თანამედროვე ავტომობილს, რადგანაც უკიდურესად ფუტურისტული დიზაინი აქვს. მისი ალუმინის კორპუსი კაფსულას მოგვაგონებს, კარები კი სხვადახვა მიმართულებით იღება. სალონში ზედმეტი არაფერია - მხოლოდ სავარძლები, შტურვალისმაგვარი საჭე და სმარტფონის სამაგრი, რომლის მეშვეობითაც ხდება გარკვეული ფუნქციების მართვა. 

image.jpeg 

ყველაზე საინტერესო მახასიათებელი ისევ და ისევ განათების ფარების არარსებობაა. მათ ნაცვლად კომპანია გთავაზობთ გამოიყენოთ ორი მფრინავი დრონი, რომლებიც მოძრაობენ ავტმობილის წინ და მას გზას უნათებენ. ეს მეტად ეფექტური მიგნებაა ყველგანმავლისთვის, რომელსაც თავისი უზარმაზარი 22-დუიმიანი საბურავების წყალობით შეუძია გადალახოს 1,5-მეტრიანი წყლის მასები. ავტომობილს რომ ჩვეულებრივი ფარები ჰქონოდა, სინათლე ხირად დაიჩრდილებოდა წყლისა და ტალახის შხეფებით, დრონების წყალობით კი მძღოლი მუდმივად კარგად განათებულ გზას დაინახავს. 

image.jpeg 

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ავტომობილი AI:Trail მხოლოდ კონცეპტის სახი არსებობს, კომპანიამ საზოგადოებას გაუზიარა მისი კორპუსის გაბარიტები. ფუტურისტული ყველგანმავლის სიგრძე 4,15 მეტრის ტოლი, სიგანე - 2.15 მ, სიმაღლე კი 1.67 მეტრს აღწევს. ავტომობილის წონა 1.75 ტონაა. 

image.jpeg 

სტანდარტული საჭის ნაცვლად Audi AI:Trail შტურვალითაა აღჭურვილი. 

ავტომობილი მთლიანად ელექტროა, ელექტროძრავები დამონტაჟებულია ყოველ საბურავზე. კომპანიის განცხადებით, ერთ დატენვა საკმარისია 500 კმ. მოასფალტებული გზის ან 250 კმ. არახელსაყრელი საგზაო საფარის გასავლელად. ყველგანმავალი ძირითადად  გვევლინება ტყეებსა და მთებში გადაადგილების საშუალებად - ეს ჩანს არა მხოლოდ მისი კონსტრუქციიდან, არამედ კომპლექტაციიდანაც. 

თუკი Audi-ს ყველგანმავალი გაყიდვაში მართლაც გამოვა ოდესმე, მყიდველები მასთან ერთად მიიღებენ კოცონის მსგავსად მოციმციმე ფანარსა და ბინოკლს. შესაძლებელია მანქანის უკანა სავარძლის მოხსნა, რათა გათავისუფლებული ადგილი გამოყენებულ იქნას დამატებით სათავსოდ ან მოგზაურობისას დასაძინებლად. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.