Jump to content

ASRock უშვებს უნიკალურ დედა დაფა X570 AQUA-ს წყლით გაგრილების სისტემითა და მცირე ტირაჟით


Recommended Posts

ASRock - დედ დაფების მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე მწარმოებელი - განსაკუთრებულ პროდუქტს უშვებს: ახალი სისტემური დაფა X570 AQUA უმაღლესი ფუნქციონალურობითა და წარმადობით. X570 AQUA ერთადერთი X570 დაფაა, რომელსაც მთლიანად წყლით გაგრილების სისტემა აქვს. მისი უნიკალური გაგრილების სპილენძის ბლოკი ცენტრალურ პროცესორს, VRM-სა და X570 მიკროსქემების ნაკრებს ფარავს და უზრუნველყოფს დაუჯერებელ წარმადობასა და სტაბილურობას. ეს ექსკლუზიური პროდუქტი მეტად შეზღუდული რაოდენობით იწარმოება - სულ გამოვა 999 ერთეული დაფა და იგი იდეალურ არჩევანს წარმოადგენს AMD X570 ჩიპსეტისა და AMD Ryzen Zen 2 3000 სერიის პროცესორებისთვის. 

 
image.png 

X570 AQUA დაფაში წყალი მიეწოდება სპეციალური რადიატორის - AQUA Cooling Armor-ის გავლით, რომელიც შექმნილია პროცესორის, VRM-ისა და ჩიპსეტის მაქსიმალურად ეფექტურად გაგრილებისთვის. გამაგრილებელი სითხე სამ ცალკეულ არხში მიედინება, ამიტომ ეს სამივე კომპონენტი ინდივიდუალურად გრილდება. რადიატორი Cooling Armor გაგრილების ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიით გამორჩევა და ფლობს რთულ, მიმზიდველ დიზაინს. 

 
 
image.jpeg 

დაფა ASRock AQUA დამზადებულია სერვერული PCB დაფის ტექნოლოგიით, ამიტომ სიმედოდაა დაცული დაზიანებისგან, კრიტიკული გამრუდებისგან და აღჭურვილია ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი სისტემის სტაბილურობას. 

 
image.jpeg 

როგორც მოსალოდნელია, დედა დაფა ASRock X570 AQUA გაიყიდება დაახლოებით 1000 აშშ დოლარად, რაც მეტად ძვირია, თუმცა ამ ფასად მფლობელი მიირებს უნიკალურ ტექნოლოგიებსა და ფუნქციებს. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.