Magdalena Posted September 16, 2019 Share Posted September 16, 2019 ASRock - დედა დაფების მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე მწარმოებელი - განსაკუთრებულ პროდუქტს უშვებს: ახალი სისტემური დაფა X570 AQUA უმაღლესი ფუნქციონალურობითა და წარმადობით. X570 AQUA ერთადერთი X570 დაფაა, რომელსაც მთლიანად წყლით გაგრილების სისტემა აქვს. მისი უნიკალური გაგრილების სპილენძის ბლოკი ცენტრალურ პროცესორს, VRM-სა და X570 მიკროსქემების ნაკრებს ფარავს და უზრუნველყოფს დაუჯერებელ წარმადობასა და სტაბილურობას. ეს ექსკლუზიური პროდუქტი მეტად შეზღუდული რაოდენობით იწარმოება - სულ გამოვა 999 ერთეული დაფა და იგი იდეალურ არჩევანს წარმოადგენს AMD X570 ჩიპსეტისა და AMD Ryzen Zen 2 3000 სერიის პროცესორებისთვის. X570 AQUA დაფაში წყალი მიეწოდება სპეციალური რადიატორის - AQUA Cooling Armor-ის გავლით, რომელიც შექმნილია პროცესორის, VRM-ისა და ჩიპსეტის მაქსიმალურად ეფექტურად გაგრილებისთვის. გამაგრილებელი სითხე სამ ცალკეულ არხში მიედინება, ამიტომ ეს სამივე კომპონენტი ინდივიდუალურად გრილდება. რადიატორი Cooling Armor გაგრილების ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიით გამორჩევა და ფლობს რთულ, მიმზიდველ დიზაინს. დაფა ASRock AQUA დამზადებულია სერვერული PCB დაფის ტექნოლოგიით, ამიტომ სიმედოდაა დაცული დაზიანებისგან, კრიტიკული გამრუდებისგან და აღჭურვილია ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი სისტემის სტაბილურობას. როგორც მოსალოდნელია, დედა დაფა ASRock X570 AQUA გაიყიდება დაახლოებით 1000 აშშ დოლარად, რაც მეტად ძვირია, თუმცა ამ ფასად მფლობელი მიირებს უნიკალურ ტექნოლოგიებსა და ფუნქციებს. https://overclockers.ru/blog/Pris/show/30076/unikalnuju-materinskuju-platu-x570-aqua-vypuskaet-asrock-s-polnym-vodjanym-ohlazhdeniem-i-ogranichennym-tirazhom Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.