Jump to content

Tesla Model S-ის ყველაზე სწრაფი ვერსია თავისი პოტენციალის დემონსტრირებას ახდენს


Recommended Posts

ელექტრომობილმა Porsche Taycan-მა მცირე ხნის წინ გამოწვევა ესროლა Tesla-ს ფლაგმანურ სედანს. ილონ მასკმა კი შეაფასა კონკურენტის მცდელობები და გადაწყვიტა, მოეწყო ახალი თაობის ელექტრო ძრავის მქონე Tesla Model S-ის პროტოტიპის ძალების საჯარო დემონსტრაცია. ხსენებული ახალი ძრავის დამონტაჟება სერიული წარმოების მოდელებში მოხდება მომდევნო წლიდან.  

როგორც ცნობილი გახდა, სხვადასხვა გზაზე პროტოტიპის შესაძლებლობებმა ახალი რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა ოთხკარიან სედანებს შორის. Tesla Model S-ის ყველაზე სწრაფმა ვერსიამ მონიშნული გზა 1 წუთსა და 36,555 წამში დაფარა, რაც ერთწამიანი მაჩვენებლით უკეთესია მისი მთავარი კონკურენტის შედეგზე. 

image.jpeg 

უცნობი პილოტის მიერ შესრულებული სატესტო რბოლის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. სარბოლო მაგისტრალის ადმინისტრაციამ კი განაცხადა, რომ Tesla-მ  უარი თქვა რეკორდის ოფიციალურად დაფიქსირებაზე. ილონ მასკმა განმარტა, რომ Tesla Model S-ის პროტოტიპის მსგავს ახალი თაობის სამი ელექტრო ძრავი წარმოდგენილი იქნება სამომავლო Tesla Model X-სა და Tesla Roadster-ში. Model 3-სა და Model Y-ში ასეთი ტიპის ძრავი არ დაყენდება. ახალი მოწყობილობით ზემოთხსენებული მოდელები გახდება უფრო დინამიური, ფასი კი მოიმატებს, თუმცა კონკურენტების შემოთავაზებებზე იაფი მაინც იქნება. 

როგორც მასკი ამტკიცებს, გზის სწორხაზოვან მონაკვეთებში მრბოლელმა შეძლო პროტოტიპის მიერ 206 კმ/სთ სიჩქარის განვითარება. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.