Jump to content

ჩინელმა ინჟინრებმა ორბიტაზე მინიატურული იონური ძრავის გამოცდა ჩაატარეს


Recommended Posts

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ინჟინრემა დედამიწის ორბიტაზე ჩაატარეს მცირე ზომის იონური ძრავის ტესტირება. მოწყობილობა „კოსმოსურ აპარატებს გაუხანგრძლივებს არსებობის პერიოდს და შეამცირებს მათ კოსმოსურ ნაგვად ქცევის ალბათობას“ - წერს China Daily. 

იონური ძრავი - ეს არის ელექტრო ძრავის ტიპი, რომელიც მუშაობს ელექტრულ ველში აჩქარებული იონიზირებული გაზის საფუძველზე. ამგვარი ძრავები ნაკლებ საწვავს ხარჯავენ და შეუძლიათ საწვავის შეუვსებლად დაახლოებით სამი წელიწადი იმუშაონ. 

image.jpeg 

მანევრირებისთვის განკუთვნილი მინიატურული ძრავი შექმნა ჩინეთის აეროკოსმოსურ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კორპორაციამ. იგი ორბიტაზე გაიტანეს მცირე ზომის ჩინურ თანამგზავრთან ერთად მიმდინარე წლის დასაწყისში. 

„ძრავი სულ რაღაც 300 გრამს იწონის და წარმოადგენს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიის მოწყობილობას. იგი გათვლილია მცირე ზომის თანამგზავრებზე, რომელთაც დიდი თანამგზავრებისგან განსხვავებით არ აქვთ ქიმიურ საწვავზე მომუშავე დიდი ზომის სარაკეტო ძრავები. საწვავის დიდი ავზების, ტუმბოების, მომჭერებისა და ტოქსიკური საწვავის გარეშე მოქმედი ახალი მოწყობილობის ტრანსპორტირება მარტივია და თანაც მას შეუძია უზრუნველყოს მცირე თანამგზავრების ეფექტური და მაღალი სიზუსტის მანევრირება“ - აცხადებს იონური ძრავის მთავარი კონსტრუქტორი. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.