Jump to content

Intel ამზადებს სამომხმარებლო ბაზრისთვის განკუთვნილ 26-ბირთვიან, 52-ნაკადიან პროცესორ Xeon-W-ს LGA 3647 სოკეტისათვის


Recommended Posts

ენთუზიასტებზე ორიენტირებული პროცესორი Xeon W-3175X-ის გამოშვების შემდეგ Intel-ს დიდი ხნის მანძილზე აღარ უხსენებია ამ სერიის ახალი, მზადებადი პროცესორები. Xeon W-3175X დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა ერთადერთ HEDT-შემოთავაზებად LGA 3647 სოკეტის ბაზაზე, მაგრამ როგორც ახალი ცნობებიდან ჩანს, ვითარება მალე შეიცვლება. 

image.png 

Intel-ის ახალი პროცესორის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა Sisoftware Sandra-ს მონაცემთა ბაზაში. პროცესორს ჯერჯერობით სახელწოდება არ აქვს, როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, იგი გათვლილია LGA 3647 დედა დაფებზე. მიღებული ცნობებით, ეს იქნება 26-ბირთვიანი, 52-ნაკადიანი პროცესორი ტაქტის სიხშირით - 4.1 გჰც. ახალი პროცესორის ტესტირება განხორციელდა ASUS ROG Dominus Extreme-ის ბაზაზე, რომელიც კომპანია ASUS-ის C621 ჩიპსეტზე არსებული ფლაგმანური გადაწყვეტილებაა. 
 
image.png 

image.png 

ოქტომბერში Intel გამოუშვებს მეათე თაობის Core-X ახალ პროცესორებს, რომლებიც, ოფიციალური ინფორმაციით წარმადობით Skylake-X პროცესორებზე ორჯერ უკეთესია. მიუხედავად იმისა, რომ Core-X მოდელები ორიენტირებული იქნება LGA 2066 (X299) კონექტორზე, სავსებით შესაძლებელია, რომ Intel-მა წარადგინოს 26-ბირთვიანი მოდელის უფრო ბიუჯეტური ვარიანი იმ მომხმარებლებისთვის, ვინც აწყობს სამუშაო სადგურებს LGA 3647 პლატფორმებზე. Intel-ს მოუწევს ფასი დაწიოს Xeon W-3175X-ზეც, თუკი სურს HEDT-პროცესორების „ტახტის“ დაბრუნება. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ეგ შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი ვარიანტი იყოს, ისევ მაღალ ჩასტოტას და რაზგონის პოტენციალს მიაწვებიან 14 ნანოზე, ბირთვის პერფორმანსი ალბათ 9900 მეტი ექნება მაგ მოდელებზე და სიხშირე წესით ანალოგიური უკვე, ყველაზე საინტერესო ისაა რომ ჩიპსეტს არ ცვლიან, ისევ რამდენიმე წლის უკანდელ X299 უშვებენ მაგ ახალ სერიასაც, თუმცა ლაპარაკია 2 წლის უკანდელ ჩიპსეტზე, ჯერ ალბათ ადრეა 500 სერიაზე გადაბარგება, მგონი 499 ტოვებენო რახან ამდ აქვს ეგეთივე გამოშვებული უკვე, თუმცა შეიძლება მთლიანათ გააუქმონ ეგ ექსტრიმალური და ერთი ჩიპსეტი დატოვონ ორივეზე უბრალოთ უფრო ძვირიანი მაზერების მოდელებსაც გამოუშვებენ სპეციალურათ იმათვის  ვისაც ჭირდება მაქსიმალურათ მრავალბირთვიანი პროცესორების დაყენება, დადიოდა უკვე ეგეთი ჭორებიც, შეიძლება უფრო 10 ნანომეტრიან სერიას ეხება რომელიც 2021-მდე  არ გამოდის, თუმცა მობილური პირველი 10 ნანომეტრიანი სერია ამ წლის ბოლოს გამოვა მაქსიმუმ 4 ბირთვიანი 8 თრიდიანი პროცესორებით, მე მაინც მგონია რომ მაგ ახალ ექსტრიმალურ სერიას და შემდეგ მეინსტრიმ სერიას სადაც 10 ბირთვიანი იქნებაო ფლაგმანი დაახლოებით მსგავსი პერფორმანსი ექნებათ ერთ თრიდზე, უბრალოთ მაგაზე უფრო სერიოზული გამტარობა ექნება ალბათ რამზე ქუად ჩანელის საპორტით, თან იქ თუ 20 თრიდიანი იქნება მაქსიმუმი ამაზე ალბათ 2.5 მეტი ფლაგმანზე, მაგ შემთხვევაში 10000 სერიის 8 ბირთვიანი შეიძლება ლამის 280-250$ ფარგლებში გამოუშვას ინტელმა უკვე შემდეგი წლისთვის, ჯერ ფასები არც ამაზეა ცნობილი და არც მეისნტრიმ სერიაზე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.