Jump to content

2019 წლის საუკეთესო გეიმინგ კორპუსები tomshardwarе-ის მიხედვით


Recommended Posts

ოპტიმალური კორპუსის არჩევა რთული და მნიშვნელოვანი საქმეა. რა საკვირველია, შეიძება იაფი მასალის ყიდვა და მასში მაკომპლექტებლების მოთავსება, თუმცა ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია წარმოიქმნას პროცესორისა და ვიდეო ბარათის არაეფექტურ გაგრილებასთან, ცუდ ვენტილაციასთან დაკავშირებული პრობლემები. საბოლოოდ კი ერთ წელში კომპიუტერი მტვრის შემგროვებელ ყუთად იქცევა. შედეგად, მფლობელს უწევს არც ისე მცირე თანხის გადახდა გადამწვარი მაკომპლექტებლების შესაცვლელად.  

ასეთი რთული საკითხის გადაწყვეტაში შესაძლებელია დაგეხმაროთ Tomsharware-ის ექსპერტები: მათ ასობით კორპუსი გატესტეს და აარჩიეს იდეალური გეიმერული ვარიანტები, რომელთაგან უმნიშვნელოვანესებს წარმოგიდგენთ. 

image.png 

საუკეთესო High-End ATX: NXZT H510 Elite: 

ეს კორპუსი მიეკუთვნება კომპაქტური Mid-Tower ATX კორპუსების კატეგორიას, ასე რომ თავსებადია ნებისმიერი ტიპის დედა დაფებთან სერვერული ვარიანტების გარდა. მას შიდა მაკომპლექტებლების განთავსების კარგად ორგანიზებული სისტემა და RGB განათება აქვს, რომლის გამორთვაც შესაძლებელია სურვილის შემთხვევაში. როგორც Tomshardware-ის ექსპერტები აცხადებენ - ეს საკუთესო კორპუსია თავის კატეგორიაში. 

 
 
image.png 

საუკეთესო ბიუჯეტური ATX: DIYPC Trio-GT-RGB: 

ამ კორპუსის საუკეთესო მხარეა ეფექტური გაგრილება და მტვრის კარგი ფილტრაცია. მასში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას Mini-ITX, Micro-ATX, ATX სტანდარტის დედა დაფები და 383 მილიმეტრამდე სიგრძის ვიდეო ბარათები. გარდა ამისა, მას მიმზიდველი დიზაინი და ხელმისაწვდომი ღირებულება გააჩნია. 
image.png 

საუკეთესო MicroATX: NZXT H400i: 

შესანიშნავი დიზაინი, RGB განათება, სრული კონტროლი სამ ინტეგრირებულ ქულერზე, კონკურენტუნარიანი ფასი - H400i კარგი არჩევანია მათთვის, ვინც ირჩევს MicroATX და Mini-ITX სტანდარტის დედა დაფას. კორპუსი ოდნავ ხმაურიანია, როდესაც სრულ სიმძავრეზე მუშაობს, თუმცა, როგორც წესი, სტანდარტული რეიმიც საკმარისია კომფორტული ტემპერატურის შესანარჩუნებლად. მიუხედავად კომპაქტური გაბარიტებისა, მოცემულ კორპუსში შესაძლებელია განთავსდეს 411 მილიმეტრამდე ზომის ვიდეო ბარათი. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.