Jump to content

Huawei Kirin 990 - პლატფორმა ინტეგრირებული 5G მოდემის მქონე სმარტფონებისთვის


Recommended Posts

კომპანია Huawei-მ ოფიციალურად წარადგინა ახალი ფლაგმანური ცალკრისტალიანი პლატფორმა Kirin 990 5G. ახალი პროცესორის მთავარი განსაკუთრებულობა 5G მოდემია, რაც მის სახელწოდებაშიცაა ასახული. გარდა ამისა, Huawei ახალ ჩიპს მიაწერს მაღალ წარმადობასა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ფართო შესაძლებლობებს. 

image.jpeg 

პლატფორმა Kirin 990 5G წარმოებულია გაუმჯობესებული 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით EUV-ლითოგრაფიის გამოყენებით. ამასთან, იგი ერთ-ერთი რთული მობილური პროცესორია და მოიცავს 10 მილიარდ 300 ათას ტრანზისტორს. 

პირველ რიგში Huawei ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ Kirin 990 5G მსოფლიოში პირველი ცალკრისტალიანი სისტემაა იმ სმარტფონებისთვის, რომლებიც ინტეგრირებულ 5G მოდემს ფლობენ. წინა 5G სმარტფონებში მწარმოებელი კომპანიები იყენებდნენ SoC-ს ინტეგრირებული 4G მოდემითა და ცალკე 5G მოდემით.  

Kirin 990 5G-ის მოდემს შეუძია მიიღოს და გადასცეს მონაცემები 2,3 და 1,25 გბიტი/წმ სიჩქარით, შესაბამისად. მხარდაჭერილია რეჟიმები 5G NSA და SA. 5G ქსელის პარალელურად შენარჩუნებულია წინა თაობების ქსელური კავშირების მხარდაჭერა. 

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ამოცანებზე პასუხისმგებელია ახალი NPU  ნეიროპროცესორის მოდული. იგი ორი დიდი და ერთი პატარა ბლოკისგან შედგება. დიდი ბლოკები დამზარებულია Da Vinci არქიტექტურაზე და განკუთვნილნი არიან „მძიმე“ დავალებებისთვის. პატარა ბირთვი ენერგოეფექტურობის მაღალ დონეს ფლობს. ჯამში, ხელოვნური ინტელექტის კუთხით Kirin 990 უსწრებს ისეთ კონკურენტებს, როგორებიცაა Apple A12 და Qualcomm Snapdragon 855, თანაც ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. 

Kirin 990-ს სამ კლასტერად დაყოფილი რვა ბირთვი აქვს. „დიდ“ კლასტერში გაერთიანებულია ორი 2.86-გიგაჰერციანი Cortex-A76, საშუალოშიც ასევე ორი ბირთვი Cortex-A76 - თუმცა 2.36 გჰც სიხშირის მქონე ბირთვები, „პატარა“ კლასტერი კი მოიცავს 1.95-გიგაჰერციან ოთხ Cortex-A55-ს. რეალურად, Kirin 980-თან შედარებით სტრუქტურა არ შეცვლილა, მაგრამ სიხშირეები გაიზარდა. Huawei-ს განცხადებით, პროცესორი Kirin 990 5G 10 %-ით წინ უსწრებს Snapdragon 855-ს ერთნაკადიან დავალებებში და 9 %-ით - მრავალნაკადიანში. თანაც, ჩინური ჩიპი 12-35%-ით ენერგოეფექტურია Snapdragon 855-ზე. 

ცვლილებები განიცადა გრაფიკულმა პროცესორმა. Kirin 980-ში გამოიყენებოდა ათბირთვიანი Mali-G76, ახალში კი წარმოდგენილია Mali-G76-ის თექვსმეტბირთვიანი ვერსია. ჯამში, გრაფიკული წარმადობის მხრივ Kirin 990 6%-ით აღემატება Snapdragon 855-ს და საჭიროებს 20%-ით ნაკლებ ენერგიას. 

ასევე აღსანიშნავია, რომ Huawei-მ ახალი პროცესორი „ჭკვიანი“ ქეშით აღჭურვა, რაც უზრუნველყოფს წარმადობის 15%-იან ზრდას. ჩიპს აგრეთვე აქვს გამოსახულების დამუშავების ახალი პროცესორი Dual ISP. 

Huawei გამოუშვებს 5G მოდემის გარეშე რსებულ Kirin 990-საც. იგი უფროსი ვერსიისგან განსხვავებული იქნება შედარებით დაბალი სიხშირეებით, მისი NPU კი შედგენილი იქნება თითო-თითო დიდი და პატარა ბირთვისგან.  

Kirin 990 პროცეორის მქონე პირველი სმარტფონი იქნება ფლაგმანური Huawei Mate 30, რომლის პრეზენტაცია შედგება 19 სექტემბერს მიუნხენში სპეციალურ ღონისძიებაზე. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.