Jump to content

IFA 2019: ახალი გეიმინგ მოწყობილობები: კონსტრუქცია Acer Predator Thronos Air და განახლებული ლეპტოპები Acer Predator Triton 500 / Acer Predator Triton 300


Recommended Posts

მიმდინარე წლის ბოლოსთვის თამაშების გულმხურვალე მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ სისტემა Acer Predator Thronos Air - სპეციალური კონსტრუქცია, რომელიც უზრუნველყოფს შთამბეჭდავ გეიმინგ-პროცესსა და ვირტუალური სივრცის სრულფასოვან აღქმას.

image.png

პლატფორმა რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან შედგება: ესენია - გეიმინგ სავარძელი, მოდულური მაგიდა და კრონშტეინი მონიტორისთვის. კონსტრუქციის ყველა ელემენტი ფოლადისაა, რაც განაპირობებს სიმტკიცესა და გრძელვადიან გამძლეობას.

სავარძლის საზურგის რეგულირება სხვადასხვა დახრის კუთხითაა შესაძლებელი, რათა მიღწეულ იქნას მაქსიმალურად კომფორტული მდგომარეობა. გარდა ამისა, სავარძელს მასაჟის ფუნქციაც აქვს, რაც ხელს უწყობს გეიმერის მოდუნება-განტვირთვას თამაშის დროს ან მის შემდგომ.

image.png

მოდულიანი მაგიდა შედგება კლავიატურისა და მაუსის სადგამებისგან - ისინი უზრუნველყოფენ მართვის ორგანოებთან წვდომას სავარძლის ნებისმიერ პოზიციაში მდებარეობისას. კონსტრუქციას ფეხების განსათავსებელი სადგამიც აქვს.

მონიტორებისთვის განკუთვნილი კრონშტეინი საშუალებას იძლევა მასზე ერთდროულად განთავსდეს სამი მონიტორი, სიმაღლე კი რეგულირდება სპეციალური ბერკეტის მეშვეობით. ცენტრალური მონიტორის თავზე შესაძლებელია დაყენდეს ტრანსლაცის ჩამწერი კამერა.

image.png

სავარძელთან მოცემულია სპეციალური პლატფორმა გეიმინგ კომპიუტერისთვის. დამატებითი აქსესუარების ნაკრებში შედის სავარძლის სტაბილიზატორი, ჰედსეტის სამაგრი, USB-ჰაბი და კამერა.

რაც შეეხება Predator Thronos Air-ის ფასს, იგი შთამბეჭდავია - დაახლოებით 9 ათასი ევრო.

image.png

Acer-ის მორიგი სიახლეა გეიმინგ ლეპტოპების სერია Acer Predator Triton 500, რომელიც Intel-ის აპარატულ პლატფორმაზეა აწყობილი.

image.png

უფრო კონკრეტულად, დაანონსდა პორტატული გეიმინგ კომპიუტერ Predator Triton 500-ის განახლებული ვერსია. ახალ ლეპტოპს 15,6-დუიმიანი ეკრანი აქვს გაფართოებით - Full HD - 1920 × 1080 პიქსელი. თანაც, კადრის განახლების სიხშირე შთამბეჭდავ 300 ჰერცს აღწევს.

image.png

კომპიუტერის კომპონენტებს რაც შეეხება, მათ შორისაა მეცხრე თაობის პროცესორი Intel Core i7 და დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce RTX 2060 ან RTX 2080 Max-Q, კონფიგურაციის შესაბამისად. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა აღწევს 16 ან 32 გიგაბაიტს. შესაძლებელია განთავსდეს ორი PCIe 3.0 x4 SSD. ლეპტოპის კორპუსის სისქე 17,9 მილიმეტრია, წონა - 2,1 კილოგრამი.

ამ ლეპტოპის გარდა წარდგენილ იქნა ლეპტოპი Predator Triton 300, რომლესაც აქვს 15,6-დუიმიანი IPS მატრიცა Full HD გაფართოებით, კადრის განახლების სიხშირე 144 ჰერცია, რეაქციის დრო კი - 3 მილიწამი.

image.png

უმცროსი მოდელის შემადგენლობაშია მეცხრე თაობის Intel Core i7 პროცესორი, ვიდეო ბარათი NVIDIA GeForce GTX 1650, 16/32 გბ DDR4-2666 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება, ორი PCIe NVMe SSD (1 ტბ მოცულობით) და 2 ტერაბაიტამდე მოცულობის მყარი დისკი. ხელმისაწვდომია უსადენო კავშირის ადაპტერი Killer Wi-Fi 6 AX 1650 და კლავიატურა განათებით.

image.png

ორივე ლეპტოპი გამოირჩევა გაგრილების მძლავრი სისტემით, რომელიც მოიცავს ლითონისფრთებიან ქულერებს, აგრეთვე სტრატეგიულად განლაგებულ ჰაერის ნაკადის მარეგულირებლებსა და სავენტილაციო სივრცეებს.

image.png

მოდელი Predator Triton 500 გაიყიდება დაახლოებით 3025 აშშ დოლარად, Predator Triton 300-ის ფასი კი 1135 დოლარი იქნება. მისი გაყიდვა ნოემბრიდან დაიწყება.

image.png

 

https://3dnews.ru/993540

https://3dnews.ru/993538

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.