Magdalena Posted September 3, 2019 Share Posted September 3, 2019 კომპანია Team Group-მა T-Force პროდუქციის ხაზში წარადგინა საინტერესო სიახლე — SSD ბარათი Delta Max RGB, შესრულებული 2,5-დუიმიან ფორმ-ფაქტორში. მოწყობილობის მთავარი თავისებურებაა ორიგინალური დიზაინი. ვინჩესტერს მთლიანად სარკისებური ზედაპირი და მრავალფეროვანი განათება აქვს. მინიმალისტური დიზაინი ქმნის არეკვლის ეფექტს, როდესაც განათება არ გამოიყენება. ამ უკანასკნელის მართვა შესაძლებელია თავსებადი დედა დაფის მეშვეობით (ASUS Aura Sync, GIGABYTE RGB Fusion, MSI Mystic Light Sync და Asrock Polychrome Sync). Delta Max RGB სერიაში შევიდა მოდიფიკაციები, რომელთა მოცულობაა 250 გბ და 500 გბ, აგრეთვე 1 ტბ და 2 ტბ. კომპიუტერთან მისაერთებლად გამოიყენება Serial ATA 3.0 ინტერფეისი. მოწყობილობის გაბარიტებია — 100 × 70 × 9,5 მმ. ინფორმაციის წაკითხვის სიჩქარე აღწევს 560 მბ/წმ-ში, ხოლო ჩაწერის სიჩქარე - 500-510 მბ/წ-ში. IOPS მაჩვენებელი შეადგენს წამში 90 ათასს წაკითხვისას და 75–80 ათასს ჩაწერისას. ცნობილია Delta Max RGB 250 გბ, 500 გბ და 1 ტბ ვერსიების ფასები — 60 $, 90 $ და 150 $, შესაბამისად. https://3dnews.ru/993218 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.