Magdalena Posted August 30, 2019 Share Posted August 30, 2019 რამდენიმე დღის წინ USB-IF ვებ-გვერდის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ AMD ახალ ჩიპსეტებს ამზადებს, ესენი იქნება TRX40, TRX80 და WRX80. ამ საკითხთან დაკავშირებით რესურსი Videocardz აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ASUS გამოუშვებს ორ ახალ დედა დაფას ახალ სისტემურ ლოგიკაზე: ეს მოდელებია ASUS PRIME TRX40-PRO და ASUS ROG STRIX TRX40-E GAMING. ოვერქლოქერის მახვილი თვალი აუცილებლად შეამჩნევდა მნიშვნელოვან ასოებს ახალი ჩიპსეტების დასახელებაში - TR: როგორც ჩანს, მზადებაში არსებული პროდუქტები შეადგენს მესამე თაობის AMD Ryzen Threadripper პროცესორებს, რომელთა დებიუტიც უახლოეს მომავალში შედგება. რაც შეეხება დასახელებაში მოცემულ ციფრებს, სავარაუდოდ ისინი მიანიშნებს PCIe ხაზების ან მეხსიერების სლოტების რაოდენობას, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გახმაურებულა. https://overclockers.ru/blog/id_1/show/29660/assortiment-asus-popolnitsja-dvumja-materinskimi-platami-dlja-processorov-amd-ryzen-threadripper-3000 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.