Jump to content

LG 27GL83A-B: მონიტორი გეიმინგ სისტემებისთვის კადრის განახლების 144 ჰც სიხშირით


Recommended Posts

LG-ის მონიტორების ასორტიმენტში დაემატა მოდელი UltraGear 27GL83A-B, რომელიც დაპროექტებულია გეიმინგ კლასის დესკტოპ სისტემების შემადგენლობაში გამოყენებისათვის.

image.png

მოწყობილობას 27-დუიმიანი IPS მატრიცა აქვს. გამოყენებული პანელი 2K ფორმატისაა და მისი გაფართოება 2560 × 1440 პიქსელს შეადგენს. თვალთახედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსია.

მონიტორში რეალიზებულია ტექნოლოგია AMD Radeon FreeSync, რომელიც ხელს უწყობს დინამიური, შეუფერხებელი გეიმინგ პროცესის წარმართვას. რეაქციის დრო 1 მილიწამია, კადრის განახლების სიხშირე კი 144 ჰერცს აღწევს.

მონიტორის სიკაშკაშე 350 კდ/2 -ია, კონტრასტულობა  - 000:1. გამოცხადებულია HDR მხარდაჭერა. ტექნოლოგია Black Stabilizer უზრუნველყოფს უფრო მეტად მკვეთრ კონტრასტს და საშუალებას იძლევა უკეთ აღქმულ იქნას გამოსახულების ყველაზე მუქი დეტალები.

image.png

სიგნალის წყაროებთან დაკავშირებისათვის გათვალისწინებულია ორი HDMI პორტი და ინტერფეისი DisplayPort 1.4. სადგამი საშუალებას იძლება მონიტორი ალბომის მდგომარეობიდან პორტრეტის რეჟიმში გადავიდეს.

სხვა მახასიათებლებიდან აღსანიშნავია ტრადიციული ტექნოლოგიების არსებობა, რომლებიც განკუთვნილია ეკრანის ციმციმის აღკვეთისთვის და ამცირებს გამოსხივებულ ლურჯ ნათებას.

https://3dnews.ru/993198

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.