Jump to content

ASUS-მა წარადგინა ახალი ZenBook 14 ლეპტოპები AMD Ryzen პროცესორებით


Recommended Posts

კომპანია ASUS-მა წარადგინა სამი ახალი მოდელი პორტატული კომპიუტერების სერია ZenBook 14-ის ფარგლებში. ახალი ლეპტოპების კოდური სახელწოდებებია UM431DA, UM433DA და UM462DA. ისინი იმით გამოირჩევა, რომ აგებულია AMD Ryzen Picasso სერიის პროცესორებზე.

image.png

რთული არ არის მიხვედრა, რომ ZenBook 14 სერიის ლეპტოპებს 14-დუიმიანი IPS დისპლეი აქვთ გაფართოებით - 1920 × 1080 პიქსელი, ეკრანებს საკმაოდ წვრილი ჩარჩოები აქვს. ZenBook Flip 14 (UM462DA) მოდელის შემთხვევაში მხარდაჭერილია სენსორული დისპლეის რეჟიმი, მოწყობილობა დამაგრებულია სპეციალურ სახსარზე, რომლის წყალობითაც შესაძლებელია ლეპტოპის გახსნა 360 გრადუსით და იგი პლანშეტად გარდაიქმნება.

ახალ ZenBook 14-ებს საფუძვლად უდევს Ryzen 3000 U სერიის პროცესორები. თითოეული მოდელი დაკომპლექტდება Ryzen 3500U ან Ryzen 3700U პროცესორით კომპლექტაციის მიხედვით. აქვე მოგასხენებთ, რომ პირველი პროცესორის მახასიათებლებია 4 ბირთვი, 8 ნაკადი, 2.1 – 3.7 გჰც სიხშირე, მეორისა კი - 4 ბირთვი, 8 ნაკადი, 2.3 – 4.0 გჰც სიხშირე. ხსენებულ პროცესორებს აქვთ ინტეგრირებული გრაფიკა Radeon Vega 8 (512 ნაკადური პროცესორი) და Vega 10 (640 ნაკადური პროცესორი), შესაბამისად. ლეპტოპების თხელი დიზაინის გამო მათში დისკრეტული ვიდეო ბარათები გამოყენებული არ არის და ამ კლასის ლეპტოპებს არც სჭირდება.

image.png

ლეპტოპები დაკომპლექტებული იქნება 8 ან 16 გბ DDR4-2400 ტიპის ოპერატიული მეხსიერებით, მონაცემთა შენახვისთვის გათვალისწინებულია M.2 PCIe 3.0 ფორმატის SSD ბარათები, რომელთა მოცულობაა 256 გბ, 512 გბ ან 1 ტბ, კონფიგურაციის შესაბამისად. ZenBook 14-ის ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობაზე პასუხისმგებელია 42 ვტ/სთ. მოცულობის ბატარეა, უფროს მოდელ ZenBook Flip 14-ს კი აქვს 50 ვტ/სთ. მოცულობის ელემენტი. ლეპტოპებს აქვთ ტრეკპადი (სენსორული პანელი) დისპლეით, რომელზეც შესაძლებელია გამოვიტანოთ, ვთქვათ, ციფრული ბლოკი.

მოდიფიკაცია ASUS ZenBook Flip 14 (UM462DA) უკვე გამოჩნდა ევროპულ ბაზარზე და მისი ფასი 750-900 ევროა რეგიონების მიხედვით. ZenBook 14-ის ორი კლასიკური მოდელის გაყიდვები ჯერჯერობით არ დაწყებულა.

https://3dnews.ru/993049

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.