Magdalena Posted August 27, 2019 Share Posted August 27, 2019 კომპანია ECS გამოშვებისათვის ამზადებს მცირე ფორმ-ფაქტორის კომპიუტერებს - Liva Z3-ს, რომელთაც საფუძვლად უდევთ Intel-ის უახლესი პლატფორმა კოდური სახელით Comet Lake. უფრო კონკრეტულად, გამოვა ნეტტოპები Liva Z3 Plus და Liva Z3E Plus. მათ ექნებათ მეათე თაობის პროცესორი, საუბარია DDR4-2400 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერაზე. Liva Z3 Plus მოდელის კორპუსის გაბარიტებია 117 × 128 × 32 მმ. დაშვებულია M.2 ფორმატის SSD ბარათის დაყენება. ხელმისაწვდომია ორპორტიანი ქსელური კონტროლერი Gigabit Ethernet, აგრეთვე Wi-Fi IEEE 802.11ac და Bluetooth 4.2 უსადენო კავშირის ადაპტერები. უფრო მოზრდილი მოდიფიკაცია Liva Z3E Plus-ის კორპუსის ზომებია 117 × 128 × 49,9 მმ. ეს ვერსია დამატებით შესაძლებელია აღიჭურვოს მონაცემთა შენახვის 2.5-დუიმიანი მოწყობილობით. ორივე ნეტტოპს აქვს USB 3.0 Type-A და USB Type-C პორტები, HDMI ინტერფეისი და ა.შ. ბაზარზე მინი კომპიუტერები Liva Z3 Plus და Liva Z3E Plus გამოვა მომდევნო წლის პირველ კვარტალში. https://3dnews.ru/992949 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.