Jump to content

ათბირთვიანი Comet Lake S 2020 წლის დასაწყისში გამოვა: 14 ნმ ტექნოლოგია, 125 ვატამდე TDP და ტაქტის მაღალი სიხშირე


Recommended Posts

რესურს Videocardz-მა გამოაქვეყნა ინსაიდერების ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება Intel-ის ჯერ კიდევ დაუანონსებელ, Comet Lake S არქიტექტურის მქონე პროცესორებს. როგორც ცნობილი ხდება, ხსენებული კომპანია ამ სერიით გამოუშვებს მრავალფეროვან პროცესორებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება როგორც დანიშნულებით, ასევე სიჩქარით. 

image.png 

Intel Comet Lake-S სერია დაანონსდება მიმდინარე წლის ბოლოს და გაყიდვაში 2020 წლის დასაწყისიდან გამოვა. ახალი პროცესორების მსურველებს მოუწევთ ახალი დედა დაფების შეძენა, რადგანაც პლატფორმა დამყარებული იქნება Intel 400 სერიის ჩიპსეტზე (LGA 1200), შესაბამისად, ამ დრომდე შეძენილი დაფები გამოუსადეგარი იქნება.  

ინფორმაციის თანახმად, Comet Lake-S არქიტექტურის ფარგლებში Intel ბოლოს და ბოლოს მოახდენს თავისი მასიური ათბირთვიანი დესკტოპ პროცესორის რეალიზებას. 


image.png 

image.png 

 
image.png 

როგორც ცნობილი ხდება, სითბოს გამოყოფის მხრივ პროცესორები სამ ჯგუფად იქნება დაყოფილი: 125, 65 და 35-ვატიანი TDP-ის მქონე მოდელებად. ისიც უნდა ითქვას, რომ პროცესორები კვლავ 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით იქნება წარმოებული. ანალიტიკოსების აზრით, Intel-ის ხსენებული ტექნოლოგია დიდი ალბათობით შეძლებს 5 გჰც სიხშირის უზრუნველყოფას.  

ახალ პროცესორებს ექნება WiFi 6-ის, USB 3.1-სა და Thunderbolt 3-ის მხარდაჭერა. როგორც ანალიტიკოსები ამტკიცებენ, ტექნოსაზოგადოებას მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის, რადგანაც ახალი პროცესორები ამჟამად არსებულებზე ბევრად სწრაფი იქნება. ერთადერთი, რაც Intel-ის პროცესორებს გზაზე ეღობება - არის ფასი: კომპანია AMD-მ Intel-ს ფასების ომი გამოუცხადა, რომლის მოგებაც საკმაოდ რთული იქნება. 

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

კიდე pci e 3.0-ზე არიან ესენი? :D

Link to comment
Share on other sites

9700-9900 დააპგრეიდებული ვარიანტი ჩანს, საინტერესოა დეფოლტ ჩასტოტა რამდენზე ექნება მაგ 10 ბირთვიანს, გეიმინგში არაფერს იძლევა ეგ PCI-E 4.0 მაგრამ ამდ 570 მაზერებიდან გამომდინარე ასე 100$ ზრდის მაზერის ფასს, ისეთი მოშნი მატება არც PCI-E ssd აქვს PCI-E 3.0 შეფარდებაში რომ დაბენჩეს, მაგრამ თუ აქვს სადმე მატება ამ ეტაპზე მარტო მანდ, ისე ჭორები დადიოდა რომ ნვიდიას შემდეგი სერიის კარტებზე შეიძლება პირდაპირ PCI-E 5.0 მხარდაჭერა დაამატონ და 4.0 გამოტოვონ, მაგრამ რამდენათ ნამდვილია არ ვიცი, ახალი ჩიპსეტი ჭირდება მაგასაც 1200 პინზეა ეგ სერია

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.