Magdalena Posted August 25, 2019 Share Posted August 25, 2019 მსოფლიოში პირველი მზის ელექტროსადგური, რომელიც ენერგიით ამარაგებს სარკინიგზო ხაზს, გაიხსნა დიდ ბრიტანეთში: დაახლოებით ასი პანელი განახლებადი და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიით მოემსახურება ჰემფშირში, ქალაქ ოლდერშოტთან არსებული რკინიგზის მონაკვეთს. მზის პანელები უზრუნველყოფენ გზის განათებასა და სიგნალიზაციას, ეს პროექტი შესაძლოა გახდეს ეროვნულ გზებზე ელექტრომატარებლების გამოჩენის წინაპირობა. ქვეყნის ხელისუფლებამ მილიარდი ფუნტი გამოყო სარკინიგზო ხაზის ელექტრიფიკაციისთვის. ქვეყნის მმართველები ისწრაფვიან, რომ 2040 წლისთვის დიდ ბრიტანეთში შეწყდეს დიზელის საწვავის გამოყენება სარკინიგზო ქსელში. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, განახლებად ენერგიას შეუძლია უზრუნველყოს ლივერპულის რკინიგზა 20% ენერგიით და 15%-ით შემდეგ დასახლებებში - კენტი, სასექსი და უესექსი, აგრეთვე მოამარაგოს ედინბურგის, გლაზგოს, ნოტინგემის, ლონდონისა და მანჩესტერის მატარებლები. მზის ელექტროსადგურები ენერგიის ბევრად ეკოლოგიურ სახეობას აწარმოებენ დიზელის საწვავთან შედარებით. გარდა ამისა, ასეთი სადგურებისაგან ენერგიის მიწოდება უფრო იაფად ხდება, ვიდრე ტრადიციული წყაროებიდან. https://hightech.fm/2019/08/24/solar-rails Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.