Jump to content

კომპანია HP-მ წარადგინა ახალი პერიფერიული მოწყობილობები Pavilion Gaming ხაზისათვის


Recommended Posts

Gamescom 2019-ზე წარმოდგენილ ახალ პროდუქტებს შორისაა ორი მონიტორი  - HP 22x და HP 24x, მექანიკური კლავიატურა Pavilion Gaming 800, გეიმინგ დესკტოპ კომპიუტერი  - Pavilion Gaming Desktop და გეიმინგ ლეპტოპი Pavilion Gaming 15. 
image.jpeg

მონიტორი HP 22x 

image.jpeg

მონიტორი HP 24x 

HP 22x და HP 24x მონიტორების მახასიათებლები ასეთია: 144 FPS კადრი დისპლეიზე, რეაქციის დრო - 1 მილიწამი, ინტეგრირებული დინამიკები, ორივეს აქვს AMD Radeon FreeSync ტექნოლოგიის მხარდაჭერა, HP 24x მოდელს კი - G-SYNC ტექნოლოგიაც პარალელურად. 

image.jpeg 

კლავიატურა Pavilion Gaming 800 აგებულია სწრაფ და უხმაურო მექანიკურ გადამრთველებზე, თუმცა ხმაურის საკითხი მაინც ჯერ გაურკვეველია, რადგანაც მექანიკა უფრო ხმაურიანი მემბრანულ ანალოგებთან შედარებით. კლავიატურას აქვს ხელის მოხერხებულად განთავსების სივრცე, 3.5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი ყურსასმენების, გეიმინგ ჰედსეტისთვის. კლავიატურის მარჯვენა ზედა კუთხეში ცალკე მოცემულია მიკროფონის ხმისა და ჩართვა-გამორთვის ღილაკები. 
 

image.jpeg 

კლავიატურა LED-განათება აქვს, რომლის მართვაც შესაძლებელია ოთხ სხვადასხვა ზონაზე. მოწყობილობაზე წარმოდგენილია WASD ღილაკების ზონა, სტანდარტული ციფრული და ანბანური ბლოკი. 

image.jpeg

Pavilion Gaming Desktop  - ეს არის კლასიკური გეიმინგ სისტემა და შესაძლებელია მისი მოდერნიზება: მხარდაჭერილია მაკომპლექტებლების შეცვლა, შემდგომი მოდერნიზაცია და სამ ერთეულამდე მყარი დისკის ან SSD-ის დაყენება. კორპუსი საკმაოდ კომპაქტუია, ქვედა ნაწილში განთავსებული კვების ბლოკი (მოდელი და სიმძავრე უცნობია), ერთადერთი ვენტილატორი 80 მილიმეტრიანია. SSD ბარათები არასტანდარტულად, ვერტიკალურად იქნება განთავსებული, ისევე როგორც HDD და SSDВ. კომპიუტერის მაქიმალურ კონფიგურაციაში მოცემული იქნება მერვე თაობის რვაბირთვიანი Intel i7 პროცესორები ან მესამე თაობის AMD Ryzen 7, აგრეთვე GeForce RTX 2070 და RTX 2060 SUPER და DDR4 სტანდარტის 32 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება. გეიმინგ დესკტოპი გაყიდვაში ოქტომბერში გამოვა. 
 
image.jpeg 

რაც შეეხება გეიმინგ ლეპტოპ Pavilion Gaming 15-ს, მას თავისი კლასის მოწყობილობებისათვის დამახასიათებელი ვიზუალი აქვს, თუმცა საინტერესო რამ მის შიგნითაა - ეს იქნება HP-ის პირველი გეიმინგ ლეპტოპი AMD-ის პროცსორით, აქვს Ryzen 7-ის დაყენების მხადაჭერა. ლეპტოპში გამოყენებულია ვიდეოჩიპი NVIDIA GeForce GTX 1660Ti Max-Q, კადრის განახლების სიხშირეა და 60 ან 144 ჰერცი, ოფციონალურად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.