Magdalena Posted August 25, 2019 Share Posted August 25, 2019 გამოფენა Gamescom 2019-ზე კომპანია Intel-მა განაცხადა, რომ მისი Core i9-9900K პროცესორი გამოსვლის დღიდან დღემდე ყველაზე სწრაფია. კომპანიის წარმომადგენლის თქმით გასული წლის შემდეგ არაფერი შეცვლილა და თუკი სინთეტიკური პროდუქტის ნაცვლად რეალური სატესტო პროდუქტი იქნება გამოყენებული, Core i9-9900K უფრო სწრაფია, ვიდრე Ryzen 9 3900X, რომელსაც რვის ნაცვლად თორმეტი ბირთვი გააჩნია. სამართლიანობისთვის, Intel აცხადებს, რომ ამგვარ შედარებას იგი ფასის მსგავსი კატეგორიის გათვალისწინებით ახდენს. როგორც Intel-ში თვლიან, AMD-ს შეუძლია ბევრი სხვადასხვა განცხადება გააკეთოს, თუმცა პროგრესული კონკურენციის პირობებშიც კი გეიმინგისთვის საუკეთესო პროცესორებად Intel-ის პროდუქტები რჩება. უფრო მეტიც, კომპანია სამომავლოდაც ლიდერობის შენარჩუნებას აპირებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ზომები გატარდება ამ მიზნის მისაღწევად. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სულ მალე, სექტემბერში, AMD 16-ბირთვიან Ryzen 9 3950X პროცესორს წარადგენს. სხვადასხვა ვებ-გვერდზე ხდება Core i7-9700K-ისა და Core i9-9900K პროცესორების შედარება Ryzen 9 3900X პროცესორთან. კონკურენტის პროდუქტში მოწყვლადი ადგილების ძიებისას Intel მომენტალურად ახსენებს „ავტომატური აჩქარების“ აგრესიულ ფუნქციას თავის პროცესორებში, რასაც შეუძლია შეინარჩუნოს მაღალ სიხშირეზე ბირთვების აქტიურობა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Intel-ის პროცესორები ჯერ კიდევ 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით იწარმოება იმ დროს, როდესაც AMD უკვე 7-ნანომეტრიან ტექნოლოგიას იყენებს. Intel აგრეთვე ხაზს უსვამს Ryzen 3000-ის ბირთვების შეფერხებებს ინფორმაციის გადაცემის დროს. დიახ, ამ შეფერხებების უგულვებელყოფა არ შეიძლება, თუმცა ვითარების არსი Intel-ის მხრიდან ობიექტურობა-არაობიექტურობის საკითხში მდგომარეობს. Intel გულმოდგინედ ამტკიცებს, რომ მისი რვაბირთვიანი მოდელი მთელ რიგ თამაშებში კონკურენტის პროდუქტებზე უფრო სწრაფია, თუნდაც AMD-ის 12-ბირთვიან პროცესორზეც კი. Intel-ში აცხადებენ, რომ თამაშებში ყველაზე მნიშვნელოვანია პროცესორის მაღალი სიხშირე და ხშირ შემთხვევაში მისთვის 4 ან 6 ბირთვიც კი საკმარისია. https://3dnews.ru/992906 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 1, 2019 Share Posted September 1, 2019 მაგ ლატენტურობის დაგდებაში მაგ სერიის პროცესორებს ამდ-ზე უფრო მაღალი ჩასტოტაც ეხმარება, მაგ ყველაფრიდან გამომდინარე დაუხვეწავი უფრო დაბალჩასტოტიანი 10 ნანომეტრიანი დესკტოპ სერიის გამოშვებას აზრი ეკარგება ამ ეტაპზე და ინტელი მაქსიმალურათ ეცდება ალბათ 14 ნანოზე დარჩენას სანამ შეძლებენ ალბათ პერფორმანსის აწევას, მგონი შემდეგი ექსრიმალური სერიაც შემდეგი წლისთვის 14 ნანოზე გამოდის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.