Jump to content

Intel-ს ეჭვი არ ეპარება გეიმინგ სეგმენტში თავისი პროცესორების ლიდერობაში


Recommended Posts

გამოფენა Gamescom 2019-ზე კომპანია Intel-მა განაცხადა, რომ მისი  Core i9-9900K პროცესორი გამოსვლის დღიდან დღემდე ყველაზე სწრაფია. კომპანიის წარმომადგენლის თქმით გასული წლის შემდეგ არაფერი შეცვლილა და თუკი სინთეტიკური პროდუქტის ნაცვლად რეალური სატესტო პროდუქტი იქნება გამოყენებული, Core i9-9900K უფრო სწრაფია, ვიდრე Ryzen 9 3900X, რომელაც რვის ნაცვლად თორმეტი ბირთვი გააჩნია. სამართლიანობისთვის, Intel აცხადებს, რომ ამგვარ შედარებას იგი ფასის მსგავსი კატეგორიის გათვალისწინებით ახდენს. 

როგორც Intel-ში თვლიან, AMD-ს შეუძლია ბევრი სხვადასხვა განცხადება გააკეთოს, თუმცა პროგრესული კონკურენციის პირობებშიც კი გეიმინგისთვის საუკეთესო პროცესორებად Intel-ის პროდუქტები რჩება. უფრო მეტიც, კომპანია სამომავლოდაც ლიდერობის შენარჩუნებას აპირებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ზომები გატარდება ამ მიზნის მისაღწევად. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სულ მალე, სექტემბერში, AMD 16-ბირთვიან Ryzen 9 3950X პროცესორს წარადგენს. 

სხვადასხვა ვებ-გვერდზე ხდება Core i7-9700K-ისა და Core i9-9900K პროცესორების შედარება Ryzen 9 3900X პროცესორთან. კონკურენტის პროდუქტში მოწყვლადი ადგილების ძიებისას Intel მომენტალურად ახსენებს „ავტომატური აჩქარების“  აგრესიულ ფუნქციას თავის პროცესორებში, რასაც შეუძლია შეინარჩუნოს მაღალ სიხშირეზე ბირთვების აქტიურობა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Intel-ის პროცესორები ჯერ კიდევ 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით იწარმოება იმ დროს, როდესაც AMD უკვე 7-ნანომეტრიან ტექნოლოგიას იყენებს. 

image.jpeg 

Intel აგრეთვე ხაზს უსვამს Ryzen 3000-ის ბირთვების შეფერხებებს ინფორმაციის გადაცემის დროს. დიახ, ამ შეფერხებების უგულვებელყოფა არ შეიძება, თუმცა ვითარების არსი Intel-ის მხრიდან ობიექტურობა-არაობიექტურობის საკითხში მდგომარეობს.  

image.jpeg 

Intel გულმოდგინედ ამტკიცებს, რომ მისი რვაბირთვიანი მოდელი მთელ რიგ თამაშებში კონკურენტის პროდუქტებზე უფრო სწრაფია, თუნდაც AMD-ის 12-ბირთვიან პროცესორზეც კი. Intel-ში აცხადებენ, რომ თამაშებში ყველაზე მნშვნელოვანია პროცესორის მაღალი სიხშირე და ხშირ შემთხვევაში მისთვის 4 ან 6 ბირთვიც კი საკმარისია. 

 

Link to comment
Share on other sites

მაგ ლატენტურობის დაგდებაში მაგ სერიის პროცესორებს ამდ-ზე უფრო მაღალი ჩასტოტაც ეხმარება, მაგ ყველაფრიდან გამომდინარე დაუხვეწავი უფრო დაბალჩასტოტიანი 10 ნანომეტრიანი დესკტოპ სერიის გამოშვებას აზრი ეკარგება ამ ეტაპზე და ინტელი მაქსიმალურათ ეცდება ალბათ 14 ნანოზე დარჩენას სანამ შეძლებენ ალბათ პერფორმანსის აწევას, მგონი შემდეგი ექსრიმალური სერიაც შემდეგი წლისთვის 14 ნანოზე გამოდის

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.