Jump to content

დაანონსდა Vivo iQOO Pro – ყველაზე იაფი გეიმინგ სმარტფონი Snapdragon 855 Plus ჩიპით


Recommended Posts

ჩინურმა კომპანია Vivo-მ დააანონსა ფლაგმანური გეიმინგ სმარტფონი iQOO Pro, რომელიც ყველაზე ხელმისაწვდომი მოწყობილობაა 7-ნანომეტრიანი Qualcomm Snapdragon 855 Plus პროცსორის მქონე სმარტფონებს შორის. გამოვიდა ფლაგმანის ორი ვერსია - 4G და 5G მოდელები. მეხუთე თაობის ქსელში მომუშავე ვერსია პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება სტანდარტულისგან, თუ არ ჩავთვლით 5G კავშირს. 

image.png 

Vivo iQOO Pro-ს აქვს 6,41-დუიმიანი Super AMOLED მატრიცა გაფართოებით Full HD+. ეკრანის ფართობი ფრონტალური პანელის თითქმის 92%-ს იკავებს. იდენტური პანელია გამოყენებულია სტანდარტულ iQOO-შიც, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში გამოვიდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველაზე ხელმისაწვდომ მარტფონად ითვლებოდა Snapdragon 855 მობილური ჩიპის მქონე მოწყობილობებს შორის. ეკრანზე მოცემულია დაქტილოსკოპიური სკანერი. ფრონტალური პანელის ზედა ნაწილში განთავსებულია წვთის ფორმის ჭრილი სელფი-კამერით. სმარტფონის კორპუსი მინისაა, მისი ზომებია 158.77 х 75.73 х 9.35 მმ, წონა 215 გრამი. სტანდარტული მოდელის მსგავსად ახალი iQOO-ც შეიცავს სენსორულ ტრიგერებს თამაშის დროს უფრო მოქნილი მართვისათვის. 

ახალ სმარტფონს Snapdragon 855-ის აჩქარებული ვერსია აქვს. Prime-ბირთვების სიხშირე 2,96 გიგაჰერცს შეადგენს. CPU-ის წარმადობა 5%-ითაა გაზრდილი, გრაფიკული  ქვესისტემისა კი - 15%-ით. ჩინელმა ინჟინრებმა შეძლეს მიეღწიათ სმარტფონის ნაკლებად გაცხელებისათვის თხევადი გაგრილების სისტემისა და ნახშირბადის ბოჭკოების მეშვეობით. Vivo iQOO Pro-ს 12 გბ ოპერატიული და 256 გბ ინტეგრირებული მეხსიერება აქვს. 

image.png 
სმარტფონის მახასიათებლებს შორის ასანიშნავია განათების ეფექტები, 4D Game Shock 2.0 და ტექნოლოგია Turbo Network Acceleration. აგრეთვე, Sony Hi-Res სერტიფიკაცია და სტერეოდინამიკები. ბატარეის მოცულობა 4500 მა.სთ-ა. 44-ვატიანი სწრაფი დატენვისათვის ხელმისაწვდომია ტექნოლოგია FlashCharge. სხვა მახასიათებლებს შორისაა 5 და 2,4 გჰც WiFi, Bluetooth 5.0, NFC და ხმოვანი ასისტენტი Jovi Assistant-ის გამოძახების კლავიში. 

image.png 

ძირითადი კამერა სამმოდულიანია, მათგან მთავარი მოდული 48-მეგაპიქსელიანია და საფუძვლად უდევს გამოსახულების სენსორი Sony IMX582. კონფიგურაციაში ასევე შესულია 2- და 13-მეგაპიქსელიანი მოდულები. კამერის განსაკუთრებული მახასიათებლებიდან აღსანიშნავია ინტელექტუალური AI Scene 2.0 ტექნოლოგიის მხარდაჭერა, გათვალისწინებული ღამის გადაღების რეჟიმიც. ფრონტალური კამერა 12-მეგაპიქსელიანი სენსორის ბაზაზეა აგებული და ფლობს სახის ამოცნობის ტექნოლოგიას. 
Vivo iQOO Pro-ს 4G ვერსია მეხსირების მხრივ ორ კონფიგურაციაში გამოვიდა: სტანდარტულ მოდელს 8 გბ ოპერატიული მეხსიერება აქვს და ღირს დაახლოებით 450 დოლარი. 12-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსირების მქონე მოდელი კი სტანდარტულზე 40 დოლარით ძვირია. ორივე კონფიგურაიაში ინტეგრირებული მეხსიერების მოცულობა 128 გიგაბაიტია. 8/128 გიგაბაიტიანი iQOO Pro მოდელის ფასი  535 დოლარია, ფლაგმანური 12/256 გიგაბაიტიანი iQOO Pro 5G სმარტფონი კი 580 დოლარად გაიყიდება.  

 
 
image.png 

ფერების მხრივ სმარტფონები გამოვა შავ და ლურჯი ფერის ვარიაციებად.  iQOO Pro-ს  გაყიდვები 29 აგვისტდან იწყება,  5G მოდიფიკაცია კი სექტემბრიდან გაიყიდება. წინასწარი შეკვეთების მიღება 23 აგვისტოდანაა შესაძლებელი. 

 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.