Magdalena Posted August 23, 2019 Share Posted August 23, 2019 კომპანია GIGABYTE-მა წარადგინა მსოფლიოში პირველი გეიმინგ მონიტორი DisplayPort High Bit Rate 3-ის (HBR3) მხარდაჭერით. მონიტორის სახელწოდებაა Aorus FI27Q-P. მონიტორის პანელი ზომით დიაგონალზე 27 დუიმია და აქვს QHD გაფართოება (2560 × 1440 პიქსელი). ეკრანის სიკაშკაშის მაჩვენებელი 350 კდ/მ2-ია, ტიპური და დინამიური კონტრასტულობა - 1000:1 და 12 000 000:1, შესაბამისად. თვალთახედვის არე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შეადგენს 178 გრადუსს. DisplayPort HBR3 მაღალი - 32,4 გბიტი/წამამდე სიჩქარით ხასიათდება. იგი უზრუნველყოფს QHD ფორმატის გამოსახულების გადაცემას HDR სტანდარტის მხარდაჭერითა და 165 ჰერციანი კადრის განახლების სიხშირით. მონიტორს აქვს 95%-იანი DCI-P3 ფერთა გამა, რეაქციის დრო 1 მილიწამს შეადგენს. რეალიზებულია ტექნოლოგია AMD Radeon FreeSync, რომელიც უზრუნველყოფს შეუფერხებელ გეიმინგ პროცესს. პანელი წარმოდგენილია მრავალფერიანი RGB Fusion 2.0 განათებითა და სხვადასხვა ეფექტის მხარდაჭერით. მოძრავი სადგამის მეშვეობით შესაძლებელია მონიტორის გადაყვანა ალბომის რეჟიმიდან პორტრეტისაში, აგრეთვე რეგულირებადია სიმაღლე, დახრილობის კუთხე და ეკრანის მდებარეობა. ინტერფეისებიდან ხელმისაწვდომია ორი HDMI 2.0 და ერთი DisplayPort 1.4, აგრეთვე სტანდარტული აუდიოკონექტორი და USB. სადგამიანად მონიტორის ზომაა 614,9 × 484,7 × 236,9 მმ. https://3dnews.ru/992880 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.