Magdalena Posted August 22, 2019 Share Posted August 22, 2019 მომავალი ახალგაზრდა თაობას ეკუთვნის, ზოგიერთი კომპანიის აზრით კი სჯობს თავიანთი თანამედროვე ტექნოლოგიებით სარგებლობის საშუალება მათ ადრეული ასაკიდანვე მისცენ. ასეთ კომპანიებს შორისაა Harley-Davidson-იც - სახელგანთქმული ბრენდი ბაიკერებისთვის. მისმა ხელმძღვანელობამ დაიწყო საბავშვო ელექტროველოსიპედების წარმოება. სერია IronE კარგად გამოხატავს საზოგადოებრივ იდეას, თუ როგორი უნდა იყოს მომავლის კერძო ტრანსპორტი. ელექტროველოსიპედების ახალი სერია განკუთვნილია 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ანუ ველოსიპედისტების ყველაზე პატარა კატეგორიისათვის. სწორედ ამიტომ ველოსიპედებს შეზღუდული სიჩქარე აქვთ - მაქსიმალური 17 კმ/სთ, ისიც იმ პირობით, თუკი მას „მწვანე რეჟიმში“ გამოიყენებენ. ტრადიციისამებრ, Harley-Davidson ჯერჯერობით არ ახმაურებს თავისი ნაკეთობების ტექნიკურ მახასიათებლებს. ცნობილია ის, რომ საბავშვო ელექტროველოსიპედებში წარმოდგენილი იქნება სიმძლავრის მხრივ გრადაციები მწვანე, ყვითელ და წითელ ფერებად. მოდელი IronE12 განკუთვნილია 3-5 წლის ბავშვებისთვის, იწონის 7,7 კილოგრამს და აქვს 30-სანტიმეტრიანი საბურავები. მოდელი IronE16 კი 5-7 წლის ბავშვებისთვისაა, აქვს 40-სანტიმეტრიანი საბურავები, სკამი განთავსებულია 40 სმ სიმაღლეზე და იწონის 9 კილოგრამს. თითოეულ მოდელში გამოიყენება ცვლადი ბატარეები, რომლებიც საკმარისია 30-60 წუთი მოძრაობისათვის. უმცროსი მოდელის ველოსიპედის ფასი 649 დოლარია, 5-7 წლიანი მოდელისა კი - 699 აშშ დოლარი. https://www.techcult.ru/technics/7198-harley-davidson-razrabotal-liniyu-elektrovelosipedov Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.