Magdalena Posted August 22, 2019 Share Posted August 22, 2019 2019 წლის ბოლოს გამოვა HP Pavilion Gaming 15 და 17 ლეპტოპები AMD Ryzen პროცესორებით და ისინი 23,5 მმ სისქის იქნება - გაცილებით თხელები წინამორბედ მოდელებთან შედარებით, რომელთა სისქე 24,5 მმ-ია. ახალ მოდელებს 2018 წლის ლეპტოპებთან შედარებით 28%-ით დიდი სითბური მილები ექნება, ამასთან, AMD Ryzen 5 3550H და Ryzen 7 3750H პროცესორები გვპირდება წარმადობის ისეთივე დონეს, როგორიც გააჩნია Intel Core i5-9300H პროცესორს. 15,6-დუიმიან HP Pavilion Gaming 15-ს ექნება გაუმჯობესებული გაგრილების სისტემა, ოთხბირთვიანი და რვანაკადიანი პროცესორი Ryzen 5 3550H ან Ryzen 7 3750H პროცესორი კონფიგურაციის მიხედვით, რომლებიც ჩაანაცვლებენ Intel Core i5-9300H-სა და Core i7-9750H პროცესორებს. როგორც მოსალოდნელია, AMD Ryzen პროცესორების მქონე ლეპტოპების წარმადობა იქნება გეიმინგ ლეპტოპ Asus Zephyrus G GA502-ის ანალოგიური. მწარმოებლის განცხადების მიხედვით 15,6-დუიმიანი Pavilion Gaming 15 და 17,3-დუიმიანი Pavilion Gaming 17 ლეპტოპები იქნება ბაზარზე არსებულ ყველაზე უხმაურო გეიმინგ ლეპტოპების რიცხვში. HP Pavilion Gaming 15 სექტემბრიდან გაიყიდება დაახლოებით 800 დოლარად. HP Pavilion Gaming 17-ის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი. https://overclockers.ru/blog/Pris/show/29451/pervye-nedorogie-noutbuki-hp-pavilion-gaming-15-i-17-osnaschennye-novymi-processorami-amd-ryzen-3000 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.