Jump to content

Intel-მა დააანონსა მობილური Comet Lake პროცესორები


Recommended Posts

კომპანია Intel-მა გააფართოვა მობილური პროცესორების მეათე თაობის ასორტიმენტი და დააანონსა Comel Lake სერიის ჩიპები. უკვე წარდგენილ Ice Lake ჩიპებთან შედარებით ახალ პროცესორებს უფრო მეტი ბირთვი და შესაბამისად უფრო მაღალი წარმადობა აქვთ მრავალნაკადიან ამოცანებში. 

image.png 

ახალი Comet Lake პროცესორები წარმოებული იქნება კვლავ 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, არქიტექტურულად ისინი ბევრი რაფრით იქნება განსხვავებული თავიანთი წინამორბედი Coffe Lake და Whiskey Lake თაობის წარმომადგენლებისგან. ახალი სერიის მთავარი განსაკუთრებულობა ის არის, რომ მაში შედის Intel Core U სერიის პირველი პროდუქტი, რომელიც ფლობს ექვს ბირთვსა და 12 ნაკადს. ეს გახლავთ ფლაგმანური მოდელი Core i7-10710U. 

image.png 

დაანონსდა კიდევ ორი პროცესორი, Core i7-10510U და Core i5-10210U, რომელთაც აქვთ ოთხი ბირთვი და რვა ნაკადი, უმცროსი მოდელი Core i3-10110U კი ორბირთვიანი და ოთხნაკადიანია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ  Comet Lake-U პროცესორებს აქვთ უფრო მაღალი სიჩქარის მქონე, LPDDR4x-2933 ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. 

image.png 

მწარმოებლის განცხადებით ახალი პროცესორები უზრუნველყოფენ საერთო წარმადობის 16%-იან ზრდას U-სერიის წინა ჩიპებთან შედარებით. აგრეთვე გამოცხადებულია 41%-მდე წარმადობის ზრდა Office 365-ში. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Intel ერთმანეთს ადარებს  ექვსბირთვიან 25-ვატიან Core i7-10510U-სა და 15-ვატიან Core i7-8565U-ს. 

image.png 

Comet Lake-U პროცესორების TDP-ს სტანდარტული დონე 15 ვატს შეადგენს, თუმცა 25 ვატამდე გაზრდა შესაძლებელია. Intel ხაზს უსვამს იმასაც, რომ Dynamic Tuning ტექნოლოგიის წყალობით, რომელიც უფრო მოქნილად მართავს პროცესორის სიხშირეს დატვირთვის დროს, უზრუნველყოფილია წარმადობის მატება 8-12%-მდე. 

image.png 

და ბოლოს, Comet Lake-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე წინამორბედებთან შედარებით გახლავთ უსადენო კავშირის ინტეგრირებული კონტროლერი Intel Wi-Fi 6 AX201, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მონაცემთა გადაცემა სიჩქარით 1 გბიტი/წამში. რაც შეეხება Thunderbolt 3-ს, Ice Lake-ისგან განსხვავებით იგი Comet Lake პროცესორებს არ აქვთ ინტეგრირებული. ახალი Intel Comet Lake პროცესორების მქონე ლეპტოპები და სხვადასხვა კომპიუტერები უახლოეს მომავალში გამოვა. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.