Magdalena Posted August 21, 2019 Share Posted August 21, 2019 მარსის ტერაფორმირების იდეა დიდი ხანი არაა რაც გაჩნდა. მეცნიერები ათწლეულების მანძილზე დავობდნენ, არის თუ არა ეს შესაძლებელი. მცირეოდენი ხნის წინ მეცნიერების ჯგუფმა ოცწლიანი დაკვირვებების შედეგად გამოიტანა დასკვნა, რომ მარსზე არასაკმარისი საჭირო აირებია, შესაბამისად, ამ პლანეტის ტერაფორმირების მცდელობა არ ღირს. თუმცა ილონ მასკს „თაღლითების“ არ სჯერა და საზოგადოებას რადიკალური ზომების მიღებას სთავაზობს. თეორიის თანახმად, იმისათვის, რომ მარსი აყვავებულ სამოთხედ იქცეს, საჭიროა მის პოლუსებზე უამრავი ატომური ბომბის ჩაგდება. როგორც მასკი თვლის, თუკი ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც საჭიროა, აფეთქებების შედეგად სინესტე და ნახშირორჟანგი აორთქლდება და წარმოიქმნება ე.წ. სათბურის ეფექტი, შედეგად კი შესაძლებელი გახდება მარსზე ადამიანები მძიმე და მოუქნელი სკაფანდრების გარეშე გადააადგილდნენ. ამ ყველაფერს მასკის აზრით დაახლოებით ასი წელიწადი დასჭირდება. ჯერჯერობით სანამ პროექტი მხოლოდ და მხოლოდ მასკის თავში ფორმირების სტადიაზეა, მილიარდერს შემოთავაზება აქვს გამოუშვას მაისურები წარწერით: „დავბომბოთ მარსი“. შესაძლოა მასკმა ვერ მოახერხოს „წითელი უცხოპლანეტელი კაცუნების“დაბომბვა, თუმცა როგორც მიიჩნევენ მაისურებით კი ნამდვილად მოიპოვებს დამატებით მნიშვნელოვან შემოსავალს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/29431/ilon-mask-hochet-sbrosit-na-mars-jadernye-boegolovki Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.