Jump to content

ილონ მასკს მარსზე ბირთვული ქობინების ჩაყრა სურს


Recommended Posts

მარსის ტერაფორმირების იდეა დიდი ხანი არაა რაც გაჩნდა. მეცნიერები ათწლეულების მანძილზე დავობდნენ, არის თუ არა ეს შესაძლებელი. მცირეოდენი ხნის წინ მეცნიერების ჯგუფმა ოცწლიანი დაკვირვებების შედეგად გამოიტანა დასკვნა, რომ მარსზე არასაკმარისი საჭირო აირებია, შესაბამისად, ამ პლანეტის ტერაფორმირების მცდელობა არ ღირს.

თუმცა ილონ მასკს „თაღლითების“ არ სჯერა და საზოგადოებას რადიკალური ზომების მიღებას სთავაზობს.  

 Nuke-Mars-Occupy-Mars-Space-Rocket-Mars-Life-on-Mars-Shirt-ladies-tee.jpg

თეორიის თანახმად, იმისათვის, რომ მარსი აყვავებულ სამოთხედ იქცეს, საჭიროა მის პოლუსებზე უამრავი ატომური ბომბის ჩაგდება. როგორც მასკი თვლის, თუკი ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც საჭიროა, აფეთქებების შედეგად სინესტე და ნახშირორჟანგი აორთქლდება და წარმოიქმნება ე.წ. სათბურის ეფექტი, შედეგად კი შესაძლებელი გახდება მარსზე ადამიანები მძიმე და მოუქნელი სკაფანდრების გარეშე გადააადგილდნენ. ამ ყველაფერს მასკის აზრით დაახლოებით ასი წელიწადი დასჭირდება.

ჯერჯერობით სანამ პროექტი მხოლოდ და მხოლოდ მასკის თავში ფორმირების სტადიაზეა, მილიარდერს შემოთავაზება აქვს გამოუშვას მაისურები წარწერით: „დავბომბოთ მარსი“. შესაძლოა მასკმა ვერ მოახერხოს „წითელი უცხოპლანეტელი კაცუნების“დაბომბვა, თუმცა როგორც მიიჩნევენ მაისურებით კი ნამდვილად მოიპოვებს დამატებით მნიშვნელოვან შემოსავალს.

https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/29431/ilon-mask-hochet-sbrosit-na-mars-jadernye-boegolovki

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.