Magdalena Posted August 21, 2019 Share Posted August 21, 2019 ვიდეო ბარათების მწარმოებელმა რამდენიმე კომპანიამ გასულ კვირაში წარადგინა გრაფიკული ამაჩქარებელი Radeon RX 5700-ის საკუთარი ვერსიები. კომპანია MSI-მ დაამზადა ერთდროულად რამდენიმე მოდელი, თუმცა მათ შორის არ აღმოჩნდა ფლაგმანური, Gaming სერიის ბარათი. ამჯერად ცნობილი გახდა, რომ ტაივანური კომპანია მას ცალკე, მოგვიანებით გამოუშვებს. Radeon RX 5700 XT Gaming ვიდეო ბარათი კომპანია MSI-მ გამოიტანა გამოფენა Gamescom 2019-ზე, მოგვიანებით კი თავის ვებ-გვერდზე აამოქმედა უკუთვლის რეჟიმი, რაც ასახავს, რომ Gaming სერიის ხსენებული ბარათი დაახლოებით სამ კვირაში უნდა გამოვიდეს. როგორც კომპანია აცხადებს, ბარათი მეტად მაღალი წარმადობის მქონე იქნება. გამოფენაზე წარმოდგენილი ვიდეოს მიხედვით ვიდეო ბარათს ნამდვილად აქვს დიდი პოტენციალი. ჩანს, რომ იგი აღჭურვილია გაგრილების მასიური, გაფართოების სამსლოტიანი სისტემით. სისტემა მოიცავს ალუმინის ორ მოზრდილ რადიატორს, სულ მცირე ხუთ სითბურ მილს და დაახლოებით 100 მილიმეტრიან ორ ვენტილატორს. უკანა პანელზე წარმოდგენილია გამაძლიერებელი ფირფიტა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეო ბარათი აგებულია MSI-ის საკუთარი დიზაინის PCB დაფაზე, რომელსაც საკმაოდ მძლავრი კვების ქვესისტემა ექნება - წყვილი 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორებით. ვიდეოგამშვებების ნაკრები კი სტანდარტული იქნება: სამი DisplayPort და ერთი HDMI. Radeon RX 5700 XT Gaming-ის ტაქტის სიხშირეები ჯერჯერობით არ დაზუსტებულა, თუმცა თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბარათი მნიშვნელოვანი ქარხნული აჩქარებით იქნება წარმოდგენილი. აგრეთვე ჯერ უცნობია ვიდეო ბარათის ფასი, რაც სავარაუდოდ დაბალი ნამდვილად არ იქნება. https://3dnews.ru/992746 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.