Magdalena Posted August 20, 2019 Share Posted August 20, 2019 Google-ის მომხმარებლების უმეტესობამ იცის, რომ აპლიკაცია Play Store-ში დიდი რაოდენობითაა ვირუსების გადამტანი, ზიანისმომტანი თამაშები, უზარმაზარი რაოდენობის სარეკლამო აპლიკაციები, რომლებიც ჩვეულებრივ აპლიკაციებადაა შენიღბული. მცირე ხნის წინ Trend Micro-ის სპეციალისტების მიერ აღმოჩენილ იქნა 85 აპლიკაცია, რომლებითაც მათი შემქმნელები არალეგალური მეთოდებით გამოიმუშავებენ ფულს რეკლამების მუდმივი და შეუზღუდავი გავრცელების გზით. ყველა ეს აპლიკაცია მომხმარებლების მიერ ჯამში ჩამოტვირთული იყო 8 მილიონჯერ. ისინი ფონურ რეჟიმში ფუნქციონირებს, რათა მომხმარებელმა არ მიიტანოს ეჭვი არასასურველი აპლიკაციის არსებობაზე. Trend Micro-ს ექსპერტების თქმით, წლების მანძილზე არსებობისა და ევოლუციის შედეგად ზიანისმომტანმა აპლიკაციებმა „ისწავლეს“ არა მხოლოდ ის, რომ თავიანთი არსებობის კვალი დამალონ მოწყობილობაში, არამედ შეიძინეს წაშლისგან თავდაცვის უნარი. მათი ეშმაკობა იმაში გამოიხატება, რომ დაინსტალირების შემდეგ ეს აპლიკაციები გარკვეული დროის შემდეგ ეკრანზე გარდაიქმნებიან ჩვეულებრივ icon-ებად და თუკი მომხმარებელი მათ წაშლის, წაიშლება მხოლოდ icon, თავად ვირუსი კი რჩება მოწყობილობაში და მაინც გამოაქვს სარეკლამო დამატებები. საძებო კომპანიის შეტყობინების შემდეგ ზემოთხსენებული 85-ვე ვირუსული აპლიკაცია წაიშალა Google-ის აპლიკაციების მარკეტიდან. https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/29408/google-nachala-masshtabnuju-chistku-play-store-85-prilozhenij-uzhe-udaleny 2 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Temptation Posted August 20, 2019 Share Posted August 20, 2019 გაიღვიძა გუგლემ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.