Jump to content

ASUS-მა გამოუშვა დაბალპროფილური გრაფიკული ამაჩქარებლები GeForce GTX 1650


Recommended Posts

კომპანია ASUS-მა დააანონსა ორი ახალი გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce GTX 1650 სერიიდან - მოდელები GTX1650-O4G-LP-BRK და GTX1650-4G-LP-BRK.

ვიდეო ბარათები დამყარებულია NVIDIA Turing არქიტექტურაზე. მოკლედ შეგახსენებთ GeForce GTX 1650-ის მთავარ მახასიათებლებს: 896 CUDA ბირთვი, 4 გბ GDDR5 – 128-ბიტიანი სალტით (ეფექტური სიხშირე - 8000 მეგაჰერცი). ჩიპის ბირთვის საბაზისო სიხშირე 1485 მეგაჰერცის ტოლია, ფორსირებულისა კი - 1665 მჰც.

image.png

ორივე ვიდეო ბარათი დაბალპროფილიანია: სიმაღლე მხოლოდ 41 მილიმეტრია. შესაბამისად, მოდელების გამოყენება შესაძლებელია კომპაქტურ კომპიუტერებში, მაგალითად სახლის მულტიმედია ცენტრებში.

ვიდეო ბარათები ფუნქციონირებენ Gaming Mode და OC Mode რეჟიმებში. GTX1650-4G-LP-BRK მოდელის შემთხვევაში საბაზისო და ფორსირებული სიხშირეები ეტალონურს შეესაბამება, მეორე მოდელში კი აღემატება - 1515 მჰც და 1695 მჰც.

image.png

GTX1650-O4G-LP-BRK მოდიფიკაცია გეიმინგ რეჟიმში მუშაობს 1485/1710 მჰც სიხშირის დიაპაზონში, OC რეჟიმში  - 1515/1740 მეგაჰერცზე.

ვიდეო დაფებს ორსლოტიანი ქულერები აქვს ორი ვენტილატორით, რომლებიც დაცულია მტვრისგან IP5X სტანდარტით, რაც უზრუნველყოფს საიმედოობის მაღალ დონეს.

image.png

გამოსახულების გამოტანისათვის გათვალისწინებულია ინტერფეისები - DVI-D, HDMI 2.0b და DisplayPort 1.4. ვიდეო ბარათების გაბარიტებია — 182 × 69 × 41 მმ

https://3dnews.ru/992642

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.