Jump to content

კადრის განახლების სიხშირე 240 ჰერცამდე და რკალისებრი ეკრანი: Alienware-ის ახალი გეიმინგ-მონიტორები


Recommended Posts

ბრენდმა Alienware-მა, რომელიც კომპანია Dell-ის კუთვნილებაა, გამოფენა Gamescom 2019-ზე (კიოლნი, გერმანია) დააანონსა გეიმინგ კლასის მონიტორები AW2720HF და AW3420DW.

მოდელი AW2720HF ტრადიციული ბრტყელი ეკრანის მქონეა, ზომით - 27 დუიმი დიაგონალზე. მასში გამოყენებულია Full HD ფორმატის IPS მატრიცა გაფართოებით - 1920 × 1080 პიქსელი. თვალთახედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შეადგენს 178 გრადუსს.

image.png

მონიტორის ღირსებას წარმოადგენს 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე და რეაქციის დრო - 1 მილიწამი. გამოყენებულია ტექნოლოგია AMD Radeon FreeSync, რაც უზრუნველყოფს გეიმინგ პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას. უზრუნველყოფილია 99%-იანი RGB ფერთა ფლობა. სიკაშკაშე შეადგენს 350 კდ/2-, კონტრასტულობა - 1000:1.

image.png

მონიტორში წარმოდგენილია AlienFX განათება. სადგამი უზრუნველყოფს რეგულირების მთელ სპექტრს, შესაძლებელია ეკრანის გადაყვანა ალბომის ორიენტაციიდან პორტრეტის რეჟიმში.

მეორე მონიტორი - AW3420DW - რკალისებრი დისპლეის მქონეა, რომლის ზომაა 34,1 დუიმი. მასში გამოყენებულია WQHD მატრიცა გაფართოებით - 3440 × 1440 პიქსელი. თვალთახედვის კუთხე 178 გრადუსს შეადგენს.

image.png

ამ მონიტორს NVIDIA G-SYNC ტექნოლოგიის მხარდაჭერა აქვს. კადრის განახლების სიხშირე 120 ჰერცს შეადგენს. წარმოდგენილია 98%-იანი DCI-P3 და 134,5%-იანი sRGB ფერთა სივრცის მხარდაჭერა. სიკაშკაშე 350 კდ/2 -ია, კონტრასტულობა - 1000:1.

image.png

ამ მოდელსაც AlienFX განათება აქვს. სადგამი რეგულირებადია, შესაძლებელია მისი სიმაღლის, დახრის კუთხისა და ეკრანის მდებარეობის ცვლილება.

image.png

მონიტორი AW2720HF 17 სექტემბრიდან გაიყიდება 600 აშშ დოლარად, AW3420DW კი გაყიდვაში 28 აგვისტოს გამოვა და მისი ფასი 1500 დოლარი იქნება.

https://3dnews.ru/992619

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.