Magdalena Posted August 17, 2019 Share Posted August 17, 2019 2019 წელი საკმაოდ ცხელი გამოდგა: ორმა მთავარმა კონკურენტმა გრაფიკული გადაწყვეტილებების ახალი სერიები წარადგინა. ამასთან, თითოეულ მათგანს განსხვავებული მიზნები ამოძრავებდა. კომპანია AMD ცდილობდა დაეკავებინა რაც შეიძლება დიდი საბაზრო წილი და გამოუშვა გეიმერული ბარათები საკმაოდ მისაღებ ფასებში. NVIDIA კი ცდილობდა არ დაეთმო კონკურენტისთვის და არ მიეცა შანსი მოეპოვებინა ბაზრის მნიშვნელოვანი წილი. ვებ-გვერდ techspot-ის ექსპერტებმა უკვე მოასწრეს ასობით ვიდეო დაფის ტესტირება და მზად არიან წარმოგვიდგინონ ვერდიქტი, თუ რომელი პროდუქტები იმსახურებს 2019 წლის საუკეთესო ვიდეო ბარათების წოდებას. 1. საუკეთესო საწყისი დონის ვიდეო ბარათი (100 დოლარად ან ნაკლებად): Radeon RX 550 - GeForce GT 1030-ის პირისპირ ეს ორივე ვიდეო ბარათი თითქმის ერთმანეთის მსგავსია წარმადობის მხრივ და არ სჭირდებათ კვები ბლოკი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სისწრაფით ჩამორჩება ახალ ინტეგრირებულ გრაფიკულ ჩიპებს - მაინც კარგი არჩევანია იმ გეიმერებისთვის, ვისაც შედარებით მოძველებული კომპიუტერები აქვს. 2. საუკეთესო მეინსტრიმი (200 დოლარად და ნაკლებად): Radeon RX 570, Radeon RX 580 და GeForce GTX 1650 ეს არის ბარათები, რომლებიც სჭირდება 1080р გაფართოების მქონე ყველა თამედროვე თამაშს. „წითლების“ ბარათები მეტი სითბოს გამოყოფით ხასიათდება. 3. საშუალო დონის საუკეთესო ვიდეო ბარათები ( 300 დოლარად და ნაკლებად): GeForce GTX 1660 / Ti, Radeon Vega 56 და GeForce GTX 1060 ხსენებული ვიდეო ბარათების წყალობით რამდენიმე წელი კომპიუტერის განახლება არ იქნება საჭირო. 1080р გაფართოების ყველა თამაში გაიმართება მაქსიმალურ და საშუალო პარამეტრებზე. ვიდეო ბარათების ახალ თაობას Ray-tracing-ის მხარდაჭერაც აქვს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის თავის ფასში საუკეთესო ვიდეო ბარათები. 4. საუკეთესო High-End ვიდეო ბარათები გეიმინგისთვის 1440p გაფართოებაზე (400 დოლარად და მეტად): Radeon 5700 XT, Radeon 5700, RTX 2070 Super, RTX 2060 Super, RTX 2060 ამ სეგმენტში კონკურენცია განსაკუთრებით მძაფრია. წითლების ახალი ვიდეო ბარათი Radeon 5700 XT ცხელია, თუმცა სწრაფი. NVIDIA-ს ღირსებად Ray-Tracing ითვლება, თუმცა იგი ბევრს არავის სჭირდება: ტექნოლოგია ჯერ ახალია და მისი მხარდაჭერის მქონე თამაშები თითქმის არ არსებობს ჯერჯერობით. მოკლედ რომ ითქვას, არჩევანი რთულია და მთავარი გადამწყვეტი კრიტერიუმი კი რა თქმა უნდა ფასი იქნება. 5. საუკეთესო High-End ვიდეო ბარათები გეიმინგისთვის 4K გაფართოებაზე (600 დოლარიდან ზემოთ GeForce RTX 2080 Ti, GeForce RTX 2080, GeForce RTX 2080 Super ამ მიმართულებით კონკურენციაში სიმშვიდეა. თუკი გსურთ შეიგრძნოთ მაქსიმალური სიამოვნება თანამედროვე თამაშებისგან და თანაც არ ხართ ფინანსებში შეზღუდული, შეგიძლიათ არჩევანი ამ ვიდეო ბარათებზე შეაჩეროთ. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი აზრი საუკეთესო ვიდეო ბარათების შესახებ. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/29322/luchshie-videokarty-2019-goda-vybor-samyh-aktualnyh-graficheskih-reshenij 1 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MaKaSaRa Posted August 17, 2019 Share Posted August 17, 2019 უცნაურიაrx 580 და gtx 1060 სხვადასხვა ფასის სეგმენტში რომ მოიაზრებიან. 10-დან 8 თამაშში ალბათ rx 580 ჯობია და თან იმენნა ჯობია მაგ კარტას. ორივე კარტა მქონია და 580 ახლაც მაქ საპატიო პენსიაზე და 1060 არა გოგრა. 580 ბევრად კარგია საერთო ჯამში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted August 17, 2019 Share Posted August 17, 2019 2 hours ago, MaKaSaRa said: 10-დან 8 თამაშში ალბათ rx 580 ჯობია 3GB-იან 1060-ს კი, თუნდაც 4GB მეხსიერებით იყოს 580 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted August 17, 2019 Share Posted August 17, 2019 1440P სწორათ უწერიათ, ერთადერთი 2070 სუპერს 1080Ti მივამატებდი, რამე დიდი სხვაობა არ იქნება 144 გერციან 2K ფპს-ში, 2070 სუპერი ალბათ DX12 იქნება ცოტა უფრო მძლავრი, DX11 კი უფრო ძველი კარტა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.