Jump to content

წარმოგიდგენთ ცურვისას გამოსაყენებელ შერეული რეალობის სათვალეს


Recommended Posts

დღესდღეობით ბაზარზე არსებობს უამრავი სამაჯური, საათი და ტრეკერი, რომლებიც ვარჯიშის რეჟიმს აკონტროლებენ. შუალედური შედეგების ნახვა კი შესაძლებელია მხოლოდ მკლავზე დახედვით. მორბენალებისთვის ასეთი მიდგომა არც ისე ხელსაყრელია, მოცურავეებისთვის კი კიდევ უფრო მოუხერხებელი. ამიტომ სპეციალურად ამ უკანასკნელთათვის კანადურმა კომპანიამ შექმნა სპეციალური სმარტ სათვალე. მისი ყიდვა უკვე შესაძლებელია, თანაც არც ისე დიდ ფასად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც პროფესიონალური ცურვით არის დაკავებული. 

image.png 

ახალი აქსესუარი FORM (ამავე სახელობისაა მწარმოებელი კომპანიაც) მომხმარებელს უჩვენებს ინფორმაციას მისი ვარჯიშის შესახებ, მაგალითად, ხელის ქნევის სიხშირეს, ყვინთვის ხანგრძლივობას, დამწვარ კალორიებს და ა.შ. ჩვეულებრივი სათვალისგან განსხვავებით ახალი მოწყობილობის კორპუსი გაცილებით სქელია. 

სათვალის შიგნით განთავსებულია ინფორმაციის დამამუშავებელი დაფა, სხვადასხვა მონაცემის მაჩვენებლი სენსორი, ბატარეა, აგრეთვე სპეციალური პროექტორი, რომელსაც სმარტ გაჯეტის მინაზე გამოაქვს ყველა საჭირო ინფორმაცია. მართვის ელემენტები კი გამოტანილია მოწყობილობის გვერდებზე. 

image.png 

მოწყობილობა სინქრონიზდება Android-თან ან iOS-თან. მწარმოებლის თქმით, ბატარეა 16 საათი მუშაობს ავტონომიურ რეჟიმში. დაშვებულია ჩაყვინთვა 10 მეტრ სიღრმეზე. სათვალის შეძენა შესაძლებელია 199 აშშ დოლარად, რაც რიგითი მომხმარებლისთვის არც ისე ცოტაა, თუმცა პროფესიონალების ყურადღებას ნამდვილად მიიპყრობს. 

 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.