Jump to content

ილონ მასკი საუბრობს, რა თანხა დაჯდება მარსზე ქალაქის აშენება


Recommended Posts

უკვე არაერთხელ გავრცელდა ცნობები, რომ მარსის კოლონიზაციის შემდეგ დაგეგმილია არა მხოლოდ მცირე დასახლებების, არამედ მთელი ქალაქების მშენებლობა. რა თქმა უნდა, ამჟამა ამის განხორციელება არავის შეუძლია, რადგანაც საჭიროა რამდენიმე მოსამზადებელი ეტაპის გავლა. თუმცა უკვე ცნობილია მარსული ქალაქების მშენებლობისათვის საირო თანხების მიახლოებითი მოცულობა. წითელი პლანეტის კოლონიზაციის ერთ-ერთმა მთავარმა იდეოლოგმა ილონ მასკმა ისაუბრა ამ საკითხის შესახებ. 

image.png 

SpaceX-ის გენერალური დირექტორის ხედვა მოიცავს მარსზე უახლოეს ათწლეულში ადამიანების არა მარტო გაგზავნას, არამედ ამ მისიის გამოყენებას დასახლების მიზნით. მიიჩნევა, რომ თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, სრულადფუნქციური ქალაქის ფორმირება 2050 წლისთვის უკვე დასრულებული იქნება. როგორც უკვე ვიცით, მასკის ქმით SpaceX გაყიდის სამგზავრო ბილეთს 200 ათას აშშ დოლარად. ეს არის საშუალო სტატისტიკური ამერიკული სახლის ფასი და კომპანიის ხელმძღვანელობა მოქმედებს შემდეგი ლოგიკით: მსურველებს შეეძლებათ გაყიდონ თავიანთი სახლი და საცხოვრებლად გადავიდნენ სხვა პლანეტაზე. 

რაც შეეხება მარსული ქალაქის დაარსების ღირებულებას, მასკი ამბობს, რომ ეს იქნება ყველაზე ძვირადღირებული სამშენებლო პროექტი კაცობრიობის ისტორიაში. მისმა ფასმა შესაძლოა მიაღწიოს მთელი მსოფლიო ეკონომიკის მოცულობის 1/8-ს. ციფრები გამოსახული ეს თანხა, როგორც მასკმა Twitter-ზე დაწერა, იქნება 100 მილიარდიდან 10 ტრილიონ აშშ დოლარამდე. 

გამოთვლები დაფუძნებულია იმ ვარაუდზე, რომ ქალაქს დასჭირდება დედამიწიდან წაღებული სულ მცირე მილიონი ტონა ტვირთი, რათა პირველ ეტაზე ფუნქციონირება შეძლოს. მარსული ქალაქის დაარსების ღირებულება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა თანხა დაიხარჯება დედამიწიდან მარსზე გაგზავნილ თითოეულ ტონაზე. 

განსაკუთრებით საინტერესოდ ჟერს მასკის მიერ დასახელებული თანხის ზედა ზღვარი - 10 ტრილიონი დოლარი. ამ თანხით სრულიად შესაძლებელია დიდი ბრიტანეთის მთელი სახელმწიფო და კერძო აქტივების შეძენა, რომელთა ღირებულებაც ამჯამად დაახლოებით 11,8 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამავე თანხად შესაძლებელია მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის შეძენა და 3,5 ტრილიონი დოლარი დარჩება კიდეც. 

როგორ აპირებს მასკი მარსული ქალაქის შენებას 

2017 წელს გაჟღერებული გეგმის თანახმად კოლონისტების პირველი გუნდი 100 ადამიანისგან იქნება შემდგარი გაიგზავნება ორი რაკეტით იმ პერიოდში, როდესაც მარსი და დედამიწა ერთმანეთისგან მაქსიმალურად მცირე მანძილით იქნებიან დაშორებული. კოლონისტებისთვის განკუთვნილი იქნება საწვავის მარაგი თხევადი ჟანგბადითა და მეთანით, რათა შეძლონ სახლში დაბრუნება. მომდევნო 10 „ორბიტალური სინქრონიზაციისას“, როდესაც მარსი და დედამიწა ერთმანეთთან ახლოს იქნება, შესაძლებელი გახდება წითელ პლანეტაზე საკმარისი რესურსების გაგზავნა იმისათვის, რომ 2050 წლისთვის აშენდეს ქალაქი. ამ მიზნის შესასრულებლად მარსისკენ ფრენის განხორციელება 2024 წლისთვისაა საჭირო. 

არსებობს უამრავი რამ, რაც ერთი შეხედვით შეუძლებლად გამოიყურება, თუმცა კოსმოსურ ცივილიზაციად გახდომა თეორიულად რეალიზებადია. დიახ, ეს კაცობრიობის ყველაზე ძვირადღირებული პროექტია და იგი ახალ ერას დაუდებს საფუძველს. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.