Magdalena Posted August 16, 2019 Share Posted August 16, 2019 კომპანია Sony სრული ძალებით ემზადება გეიმინგ-კონსოლ PlayStation 5-ის პრეზენტაციისთვის. ამჟამად გამოჩნდა ინფორმაცია, თუ სად მოხდება კონსოლის წარდგენა. ახალი მონაცემებით, Sony PlayStation 5-ის ანონსი შედგება ღონისძიება PlayStation Meeting 2020-ის ფარგლებში, რომელიც ჩატარდება მომდევნო თვის 12 თებერვალს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად უკვე არსებული თაობის კონსოლის პრეზენტაციაც ანალოგიურ კონფერენციაზე შედგა, რომელიც ჩატარდა 2013 წლის თებერვალში. თუმცა მოწყობილობა გაყიდვაში გამოვიდა პრეზენტაციიდან ცხრა თვის შემდეგ - 2013 წლის ნოემბერში. აღსანიშნავია, რომ PlayStation 5-თან ერთად მოხდება კონსოლისთვის განკუთვნილი რამდენიმე ექსკლუზივის წარდგენაც, რომელთა შორისაა The Last of Us 2 და Ghost of Tsushima. გარდა ამისა, უკვე ცნობილია გარკვეული სიახლე კონსოლის გრაფიკული ქვესისტემის შესახებ. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ მას ექნებოდა Navi თაობის GPU AMD-ისგან. ახალი მონაცემებით, წარმადობა იქნება ვიდეო ბარათ NVIDIA GeForce RTX 2080-ის დონის მსგავსი, სიხშირე კი 2 გიგაჰერცს შეადგენს. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/29312/sony-playstation-5-poluchit-gpu-s-chastotoj-2-ggc-i-pojavitsja-v-fevrale 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.