Magdalena Posted August 15, 2019 Share Posted August 15, 2019 კომპანია Second Sight Medical Products-მა შექმნა იმპლანტის პროტოტიპი, რომელიც მხედველობას მოკლებულ ადამიანებს ხედვის უნარს მიანიჭებს, მათ შორის ჩვეულებრივი ადამიანისთვის დამახასიათებელი ხედვის გარდა ინფრაწითელი გამოსახულების აღქმის უნარსაც, როგორიც აქვს უცხოპლანეტელს ცნობილ ფილმ „Predator”-იდან. ეს მიმართულება ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულად ითვლება მხედველობადაქვეითებული ადამიანების დახმარების საკითხში. კონცეფცია საკმაოდ მარტივია - სრულზომიანი ბიონიკური თვალის ნაცვლად პაციენტს უყენდება „გადამყვანი“. ოფიციალურად მას ეწოდება „Orion-ის მხედველობის პროთეზი“ და უკავშირდება ტვინის იმ ნაწილს, რომელიც დაკავებულია ვიზუალური ინფორმაციის დამუშავებით. იმპლანტი სიგნალებს იღებს მიკროკამერებიდან, გარდაქმნის მათ და უგზავნის ტვინს ელექტროიმპულსების სახით. იმპლანტის დაყენებას დაახლოებით სრული ერთი დღე სჭირდება, ადაპტაციის პროცესი კი საკმაოდ ხანგრძლივია. მომხმარებელს უწევს თავიდან „ასწავლოს“ ტვინს სიგნალების მიღება და გამოსახულების „დანახვა“, თანაც შეუძლებელია ვიზუალიზაციის მაღალი ხარისხის მიღება. მწარმოებლები ორიენტირებულნი იყვნენ შეექმნათ თავად კამერების მოსახსნელი მოდულები. იმპლანტს ტყუილად არ ეწოდება „გადამყვანი“ - მას შესაძლებელია მიუერთდეს გარემოში მომხდარის ამსახველი სხვადასხვა წყარო. მხედველობადაქვეითებული ადამიანისთვის გარემომცველი სამყაროს დეტალურად დანახვაზე მეტად მნიშვნელოვანია მასში ორიენტირება. ამისათვის საჭიროა ინფორმაციულად დატვირთული გამოსახულება, თუნდაც არც ისე მაღალი გაფართოებით. მაგალითად, ინფრაწითელ სპექტრში გამოსახული ლაქები შესანიშნავად უჩვენებენ მომხმარებელს, რამდენი ადამიანია მის სიახლოვეს, ან სად არის განლაგებული საფრთხის შემცველი ცხელი ნივთები, რომელ მხარესაა მზე, სად არის ფანჯარა, დღეა თუ ღამე. ადვილი იქნება მუშაობის შემდეგ გამთბარი სხვადასხვა ნივთისა და ტექნიკის მიგნებაც. https://www.techcult.ru/technology/7164-bionicheskie-glaza-orion-dadut-lyudyam-infrakrasnoe-zrenie Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.