Jump to content

Orion-ის ბიონიკური თვალები ადამიანებს ინფრაწითელი ხედვის უნარს მიანიჭებს


Recommended Posts

კომპანია Second Sight Medical Products-მა შექმნა იმპლანტის პროტოტიპი, რომელიც მხედველობას მოკლებულ ადამიანებს ხედვის უნარს მიანიჭებს, მათ შორის ჩვეულებრივი ადამიანისთვის დამახასიათებელი ხედვის გარდა ინფრაწითელი გამოსახულების აღქმის უნარსაც, როგორიც აქვს უცხოპლანეტელს ცნობილ ფილმ Predator”-იდან. ეს მიმართულება ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულად ითვლება მხედველობადაქვეითებული ადამიანების დახმარების საკითხში. 

კონცეფცია საკმაოდ მარტივია - სრულზომიანი ბიონიკური თვალის ნაცვლად პაციენტს უყენდება გადამყვანი“. ოფიციალურად მას ეწოდება Orion-ის მხედველობის პროთეზი და უკავშირდება ტვინის იმ ნაწილს, რომელიც დაკავებულია ვიზუალური ინფორმაციის დამუშავებით. იმპლანტი სიგნალებს იღებს მიკროკამერებიდან, გარდაქმნის მათ და უგზავნის ტვინს ელექტროიმპულსების სახით. 

image.jpeg 

იმპლანტის დაყენებას დაახლოებით სრული ერთი დღე სჭირდება, ადაპტაციის პროცესი კი საკმაოდ ხანგრძლივია. მომხმარებელს უწევს თავიდან ასწავლოს ტვინს სიგნალების მიღება და გამოსახულების დანახვა“, თანაც შეუძლებელია ვიზუალიზაციის მაღალი ხარისხის მიღება. მწარმოებლები ორიენტირებულნი იყვნენ შეექმნ თავად კამერების მოსახსნელი მოდულები. იმპლანტს ტყუილად არ ეწოდება გადამყვანი“ - მას შესაძლებელია მიუერთდეს გარემოში მომხდარის ამსახველი სხვადასხვა წყარო. 

მხედველობადაქვეითებული ადამიანისთვის გარემომცველი სამყაროს დეტალურად დანახვაზე მეტად მნიშვნელოვანია მასში ორიენტირება. ამისათვის საჭიროა ინფორმაციულად დატვირთული გამოსახულება, თუნდაც არც ისე მაღალი გაფართოებით. მაგალითად, ინფრაწითელ სპექტრში გამოსახული ლაქები ესანიშნავად უჩვენებენ მომხმარებელს, რამდენი ადამიანია მის სიახლოვეს, ან სად არის განლაგებული საფრთხის შემცველი ცხელი ნივთები, რომელ მხარესაა მზე, სად არის ფანჯარა, დღეა თუ ღამე. ადვილი იქნება მუშაობის შემდეგ გამთბარი სხვადასხვა ნივთისა და ტექნიკის მიგნებაც. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.