Magdalena Posted August 14, 2019 Share Posted August 14, 2019 PlayerUnknown’s Battlegrounds - ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტია, რაც გასაკვირი არ არის. როგორც პერსონალური კომპიუტერებისა და კონსოლებისათვის განკუთვნილი, ასევე მობილური ვერსიაც თავის ჟანრში პირველია. კომპანია Sensor Tower-ის კვლევების მონაცემებით PUBG Mobile შემოსავლების მხრივ ლიდერია App Store-ში არსებულ ყველა პროექტს შორის. გამოსვლის მომენტიდან დღემდე თამაშის მობილური ვერსია პოპულარული თამაშების ჩამონათვალშია Apple-ის აპლიკაციების მარკეტშიც და მწარმოებლებისთვის სტაბილური შემოსავალი მოაქვს. სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ კი ჩინეთში შედგა PUBG Mobile-ის რელიზი, რამაც განაპირობა პროექტის შემოსავლიანობის კიდევ უფრო ზრდა. Sensor Tower-ის მონაცემებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩინელი გეიმერების გასავალი, დანახარჯები 167 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც 748%-ით მაღალია წინა წლის მონაცემთან შედარებით. PUBG Mobile ზედიზედ სამი თვის მანძილზე ყველაზე მაღალშემოსავლიან თამაშად ითვლება. უდავოა, რომ ასეთი ზრდის მიზეზს ნამდვილად ჩინეთის ფაქტორი წარმოადგენს - მისმა მაცხოვრებლებმა თამაშს მთელი მოგების თითქმის 30% მოუტანეს რამდენიმე თვეში. გასულ წელთან შედარებით PUBG Mobile-ის შემოსავალი თთქმის 310%-ით გაიზარდა და გადააჭარბა Fortnite-სა და Knives Out-ს. მთელი არსებობის მანძილზე მობილურმა PUBG-იმ მწარმოებლებს 860 მლნ აშშ დოლარი მოუტანა, Fortnite-სა და Knives Out-ის შემოსავლები კი შეადგენს 771 მლნ-სა და 725 მლნ აშშ დოლარს, შესაბამისად. https://overclockers.ru/blog/Chernoff_Blog/show/29250/pubg-mobile--samaja-pribylnaja-korolevskaja-bitva-v-app-store Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gobro Posted August 14, 2019 Share Posted August 14, 2019 ვერ ვიტან ამ თამაშს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.