Jump to content

LG Display გაზრდის პრემიალური დონის დისპლეების წარმოების მასშტაბს


Recommended Posts

კომპანია LG Display აპირებს უახლოეს პერიოდში გამოშვებულ დისპლეებში მოახდინოს წამყვანი ტექნოლოგიების ინტეგრირება, მათ შორისაა ინტერაქტიული სენსორული მართვა. ამის ხარჯზე სამხრეთკორეული კომპანია გეგმავს უფრო აქტიური კონკურენცია გაუწიოს კონკურენტებს და პოზიციები გაიმყაროს კომერციული დისპლეების ბაზარზე. 

image.png 

კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ უახლოეს დროში წარმოდგენილი იქნება ახალი პროდუქტები ისეთი პრემიალური ფუნქციებით, როგორიცაა in-TOUCH. დაპატენტებული ტექნოლოგია in-TOUCH ფართოდ გამოიყენება სმარტფონებში, თუმცა დიდ კომერციულ პანელებში მისი გამოყენება გართულებული იყო ტექნოლოგიური ეზღუდვებისა და მნიშვნელოვანი დანახარჯების გამო. ამჟამ კი კომპანიაში საუბრობენ კლიენტების მხრიდან ამგვარი პანელებისადმი მზარდ ინტერესზე, რადგანაც პანელები უზრუნველყოფს კომფორტულ თანამოქმედებას  არასტრუქტურირებული ინფორმაციის დამუშავებას ეკრანებზე, რომლებიც განთავსებულია საყოველთაო თავშეყრის ადგილებში, კომერციულ დაწესებულებებში და .. 

გარდა ამისა, კომპანიას დაგეგმილი აქვს ორჯერ გაზარდოს გამჭვირვალე OLED დისპლეების წარმოება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში. გამჭვირვალე OLED დისპლეები გამოიყენება ფრონტალურ და უკანა მხარეებზე სხვადასხვა ინფორმაციის აღსაბეჭდად. მათი გამოყენება შესაძლებელია მაღაზიის ვიტრინების კონსტრუქციებზე, შენობის ფასადებზე, საგამოფენო პავილიონებში და .. 

image.png 

კომპანიის წარმომადგნელების თქმით კომერციული და საავტომობილო დისპლეების წარმოება ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა. LG Display- გათვლილი აქვს, რომ ასეთი დისპლეებისა და სატელევიზიო OLED-დისპლეების წილი ამჟამად არსებული 20-30%-იდან 50%-მდე გაზარდოს მომდევნო წელს. 

შეგახსენებთ, რომ კომერციული პანელების გლობალურ გაყიდვებში LG Display- 2017 წელს პირველი ადგილი დაიკავა 36%-იანი წილით. გასულ წელს იგი ტაივანურმა AUO- ჩაანაცვლა. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი LG- წილმა 39,7% შეადგინა და კვლავ დაბრუნდა პირველ ადგილზე. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.